ავტორი:

რომელ პარტიას მისცემდა ხალხი ხმას, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს - გამოკითხვის შედეგები

რომელ პარტიას მისცემდა ხალხი ხმას, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს - გამოკითხვის შედეგები

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)" ახალი კვლევის თანახმად, კითხვაზე, „რომელ პარტიას მისცემდით ხმას მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს", გამოკითხულთა 35% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 18% ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობს“ მისცემდა, 3%-მა „ევროპული საქართველო“ დაასახელა, 3%-მა კი - „სტრატეგია აღმაშენებელი“.

გამოკითხულთა 2%-მა „გირჩი მეტი თავისუფლება“ - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დაასახელა, ასევე, გამოკითხულთა 2%-2%-მა დაასახელა:„ლეიბორისტული პარტია“, „მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი“ და „პატრიოტთა ალიანსი“; გამოკითხულთა 1%-მა განაცხადა, რომ ხმას პარტია „ლელოს“ მისცემდა, 1%- სხვა პარტიას, გამოკითხულთა 10 % ხმას არცერთ პარტიას არ მისცემდა, 15%-მა არ იცის/ან პასუხი არ აქვს კითხვაზე, ვის მისცემდა ხმას.

კვლევის თანახმად, კითხვაზე - "რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არავითარ შემთხვევაში", გამოკითხულთა 27% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 26% ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას“ არ მისცემდა, 9%-მა „პატრიოტთა ალიანსი“ დაასახელა, 8%-მა კი - „გირჩი“ დაასახელა.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 8%-მა განაცხადა, რომ ხმას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა პარტია „გაერთიანებულ საქართველოს“, 5%-მა - „ლეიბორისტული პარტია“ დაასახელა, 5-5%-მა - „მოქალაქეები“ და „ევროპული საქართველო“, 4%-მა - პარტია „სამართლიანობისთვის“, 4%-მა - პარტია „ლელო“, 2-2%-მა „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „რესპუბლიკური პარტია“, 1%-მა დაასახელა სხვა პარტია, 6%-მა - არცერთი, 26%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს ან არ იცის.

ცნობისთვის, კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. საანგარიშო პერიოდი 2021 წლის 2-26 თებერვალია.

საველე სამუშაოები „IPM“-ის მიერ ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

"მე არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისს განმუხტავს, თუმცა ის უკეთესია, ვიდრე წინა იყო" - ზურაბ ჯაფარიძე

"მკაფიოდ იყო შემოთავაზებული ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის თანხის გადახდა" - ვახტანგ მეგრელიშვილი

"ამდენი თვის ბოიკოტმა შედეგი მოიტანა, დაგვრჩა ბოლო ნაბიჯი..." - რას ამბობენ ოპოზიციის ლიდერები გადამწყვეტი შეხვედრის შემდეგ