ავტორი:

"რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა" - ვითარება დონბასში

"რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა" - ვითარება დონბასში

რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შვიდჯერ დაარღვიეს, რის შედეგადაც ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება „აღმოსავლეთი“ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„მტრის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად გაერთიანებული ძალების ორმა ჯარისკაცმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები მიიღეს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებს საპასუხო ცეცხლით უპასუხეს.

ამასთან, რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების ქმედებების შესახებ უკრაინულმა მხარემ ეუთოს წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა.

„6 აპრილს, დილის 7 საათის მონაცემებით, საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა არ დაფიქსირებულა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საბერძნეთში ქართველები PCR ტესტის გაყალბებისთვის დააკავეს - რას წერს ადგილობრივი მედია დანაშაულებრივ ქსელზე?

"შულერია, ჩამოსული გასტერბაიტერი - გვიჩვენე, რა შეგიძლია? შენ "ფეიკი" ხარ" - რამ გამოიწვია დაპირისპირება უკრაინის ფინანსთა მინისტრსა და სააკაშვილს შორის?

სკანდალური ჩემპიონატი გროზნოში: როგორ გაუფორმეს გამარჯვება კრივში კადიროვის ვაჟს - "მოწინააღმდეგე გაკვირვებული იყო, ადამ კადიროვს დარტყმები მიაყენა, მაგრამ დამარცხებულად ჩათვალეს"