ავტორი:

მერაბ ნინიძე გერმანულ მინისერიალში მთავარ როლს ასრულებს - მსახიობი ამბობს, რომ ამ როლით განსაკუთრებით ბედნიერი დედაა, რადგანაც ამჯერად მის შვილს განგსტერის როლში არ ნახავს

მერაბ ნინიძე გერმანულ მინისერიალში მთავარ როლს ასრულებს - მსახიობი ამბობს, რომ ამ როლით განსაკუთრებით ბედნიერი დედაა, რადგანაც ამჯერად მის შვილს განგსტერის როლში არ ნახავს

"Doktor Ballouz" ასე ჰქვია ახალ გერმანულ მინისერიალს, რომელშიც მთავარ როლს ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძე ასრულებს. სერიალის პირველ ეპიზოდს მაყურებელი 7 აპრილს იხილავს. აღნიშნულის შესახებ გერმანული გამოცემა "ბილდი" წერს.

გამოცემის ცნობით, სერიალი სულ ექვსი სერიისგან შედგება და გვიყვება ექიმზე, რომელიც ხალხის გადარჩენას ცდილობს. ექიმი ბელუზი ლტოლვილია, რომელმაც ავტოავარიაში ცოლი დაკარგა. "ბილდი" წერს, რომ სცენარს საფუძვლად რეალური ადამიანის ისტორია უდევს, რომელიც გერმანიაში ლიბანიდან მაშინ წავიდა, როცა ლიბანში სამოქალაქო ომი იყო. გერმანიაში კი მან მედიცინა შეისწავლა.

თავად მსახიობი ამბობს, რომ მისი ახალი როლით განსაკუთრებით ბედნიერი დედაა, რადგანაც ამჯერად მის შვილს განგსტერის როლში არ ნახავს.

სერიალი ტელეკომპანია ZDF-ის ეთერში გავა და როგორც ცნობილია, თითოეული ეპიზოდის ხანგრძლივობა 40 წუთი იქნება.

"პატარა პრინცის მოლოდინში" - მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი ფეხმძიმე მეუღლის ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს

"ბენი დარწმუნებულია, რომ ანჯელინა ჯოლი მოიყვანა ცოლად“ - რას ჰყვება ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ქმართან და შვილთან ერთად, კოვიდინფიცირებულია

"მე და მამა შინ  2 "ბომბი“  ვართ... დედაჩემი ამის ფონზე რანაირად ახერხებს ლავირებას, წარმოდგენა არ მაქვს" - რას ჰყვება ცნობილ მამასა და ბერკლიში სწავლაზე ანა დოი?