ავტორი:

გურამ დოჩანაშვილი სამების ტაძრიდან ტაშით გააცილეს

გურამ დოჩანაშვილი სამების ტაძრიდან ტაშით გააცილეს

ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარლამენტის წევრები. ასევე, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. დოჩანაშვილის ოჯახს ასევე მიუსამძიმრეს კულტურის სფეროს წარმომადგენლებმაც.

გურამ დოჩანაშვილი სამების ტაძრიდან ტაშით გააცილეს.

გურამ დოჩანაშვილს მისივე სურვილით, საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომ გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს გარდაიცვალა. ის 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. მწერალი არის ლიტერატურული პრემია - "საბას" ლაურეატი ნომინაციაში - "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის".

გურამ დოჩანაშვილის გამორჩეული ნაწარმოებებია - „სამოსელი პირველი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“, "თავფარავნელი ჭაბუკი", "ლოდი ნასაყდრალი". .

გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალეს

"გურამის ოცნება იყო,  გამხდარიყო მწერალი,  ჩემი ოცნება იყო,  მყოლოდა ბევრი შვილი. იმას აუხდა,  მე - ვერა"  -  გურამ დოჩანაშვილის სიყვარულის ისტორია

"სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრი ვაშლიჯვრის მეწყერზე დაკვირვებას აღარ აწარმოებს - გამოგვაგდეს, არ გვჭირდებითო" - თეა გოდოლაძე