ავტორი:

"გამოჩნდა, რომ როგორც ერთი, ისე მეორე მხარის პოლიტიკური ფიგურები შეეცადნენ, გახარიას მაღალრეიტინგულობა განხილვის საგანი არ ყოფილიყო" - კახა ქემოკლიძე

"გამოჩნდა, რომ როგორც ერთი, ისე მეორე მხარის პოლიტიკური ფიგურები შეეცადნენ, გახარიას მაღალრეიტინგულობა განხილვის საგანი არ ყოფილიყო" - კახა ქემოკლიძე

მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის კახა ქემოკლიძის განცხადებით, პოლიტიკურ კონტექსტში, გამოჩნდა, რომ როგორც ერთი, ისე მეორე მხარის პოლიტიკური ფიგურები შეეცადნენ, გიორგი გახარიას მაღალრეიტინგულობა ფართო განხილვის საგანი არ ყოფილიყო.

ქემოკლიძე საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" IRI-ს კვლევას ეხმაურება.

"მინდა გაგიზიაროთ ჩემი დაკვირვება IRI-ის გუშინდელი კვლევის პოლიტიკურ შეფასებებთან დაკავშირებით, ვგულისხმობ კვლევის იმ ნაწილს, სადაც გახარიას, როგორც პოლიტიკური ლიდერის მიმართ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ყველაზე მაღალი ნდობაა გამოხატული.

საკმაოდ საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა - ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციის კვლევის ერთ-ერთი ყველაზე უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაწილი (პოლიტიკური ფიგურების პერსონალური რეიტინგი) იყო შეგნებულად ნაკლებად აქცენტირებული. პოლიტიკურ კონტექსტში, გამოჩნდა, რომ როგორც ერთი, ისე მეორე მხარის პოლიტიკური ფიგურები შეეცადნენ, გახარიას მაღალრეიტინგულობა არ ყოფილიყო ფართო განხილვის საგანი.

ეს ტენდენცია პირდაპირპროპორციულად აისახა ამავე კვლევით ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებში. შეგნებულად არ ვასახელებ კონკრეტულ ტელევიზიებს და იმედს ვიტოვებ, რომ საზოგადოება შესაბამის დასკვნებს თავად გააკეთებს“, - წერს კახა ქემოკლიძე.

"თუ "ნაცმოძრაობა" დადგება ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის მხარეს, მათთან მოლაპარაკებას არ გამოვრიცხავთ" - გია ვოლსკი

"ტოიოტა ცენტრ თბილისის" სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა აპრილშიც შესაძლებელია

"გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტია... ვფიქრობ, ის "ოცნებას" წაართმევს ამომჩეველს" - დეკანოიძე