ავტორი:

"თუ "ნაცმოძრაობა" დადგება ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის მხარეს, მათთან მოლაპარაკებას არ გამოვრიცხავთ" - გია ვოლსკი

"თუ "ნაცმოძრაობა" დადგება ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის მხარეს, მათთან მოლაპარაკებას არ გამოვრიცხავთ" - გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, თუ "ნაციონალური მოძრაობა" დადგება "ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის მხარეს, არ შეიძლება გამოვრიცხოთ მათთან მოლაპარაკება". ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტთან გვექნება მოლაპარაკება, თუ ეს არის სახელმწიფოს ინტერესებისთვის. არც „ნაციონალური მოძრაობა" შეიძლება გამოვირცხოთ, თუკი დადგა იმ მხარეს, რასაც ჰქვია ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა. რასაკვირველია, "ნაციონალურ მოძრაობასთანაც" შეიძლება მოლაპარაკება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აშკარად გამოიკვეთა დიქტატი, რომელსაც კიევიდან კონკრეტული პარტიის ხელმძღვანელი ახორციელებს და ყველა ამ დიქტატზეა დაქვემდებარებული. აქ გთავაზობენ საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელობას, იქით გეუბნებიან არ გაყალბებულა და ვერ დამალავ თუ გაყალბდა.

გამოვლინდა, რომ პარალელური დათვლები იქით გააყალბა ე.წ. სამართლიანმა არჩევნებმა და ყველაფერი ეს არის ერთად თავმოყრილი, ჩვენ წინაშე დევს და მთავარია ვინ როგორ შეაფასებს.

სამწუხაროა, რომ მედიასივრცეში პოლიტიკური ანგაჟირებულობა რეალობას წარმოადგენს. ფაქტია, მოცემულობაა, რომ ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც ამ დიქტატს ჩამოსცილდება და ქვეყანაზე იფიქრებს, რასაკვირველია სათანადოდ უნდა შეაფასო, თუნდაც ეს „ნაციონალური მოძრაობა" იყოს", - განაცხადა ვოლსკიმ.

ოპოზიციური პარტიები რეგიონებში გასვლას ამ კვირის ბოლოდან გეგმავენ - "თუ ხელისუფლება კიდევ წავა მაქსიმალურ ჩაკეტვებზე, ეს პრობლემას შექმნის"

კლინიკის დატოვების შემდეგ, კახა კალაძემ პირველი სხდომა გამართა - რაზე იმსჯელა დედაქალაქის მთავრობამ და ვის გადაუხადა მადლობა მერმა

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი