ავტორი:

ხაშურში მოქალაქეეები მანქანით მდინარაზე გადასვლას ცდილობდნენ, რა დროსაც წყალში ჩარჩნენ - ისინი მაშველებმა გამოიყვანეს

ხაშურში მოქალაქეეები მანქანით მდინარაზე გადასვლას ცდილობდნენ, რა დროსაც წყალში ჩარჩნენ - ისინი მაშველებმა გამოიყვანეს

ხაშურში მოქალაქეეები მანქანით მდინარაზე გადასვლას ცდილობდნენ, რა დროსაც წყალში ჩარჩნენ. ისინი მაშველებმა გამოიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მოქალაქეები ავტომობილით ჩარჩენილები იყვნენ მდინარეში და ესაჭიროებოდათ მაშველების დახმარება.

მოქალაქეები მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლას ცდილობდნენ, რა დროსაც, ავტომობილს ტექნიკური პრობლემა შეექმნა.ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველების მიერ, მდინარე ჭერათხევიდან გამოტანილია ავტომობილი და უსაფრთო ადგილას უვნებლად გამოყვანილია მასში მყოფი სამივე მოქალაქე.

მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. ადგილზე სამუშაო ოპერაცია უკვე დასრულებულია. სოფელ ალში მუშაობდნენ ხაშურის სამმართველოს სამაშველო ჯგუფები. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური" - ნათქვამია განცხადებაში.

ბადრი პატარკაციშვილის დედა, ნათელა პატარკაციშვილი გარდაიცვალა

მალე საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დასაქმებას შეძლებენ - როდის იწყება რეგისტრაცია?

ბოლო დღე-ღამეში 36 578 ტესტი ჩატარდა - გამოვლინდა ინფიცრების 777 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 9 პაციენტი