ავტორი:

ბოლო ცნობები დონბასიდან - რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად კიდევ ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

ბოლო ცნობები დონბასიდან - რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად კიდევ ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 14-ჯერ დაარღვიეს, რის შედეგადაც ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის დილის მოხსენებაშია აღნიშნული.

„მტრის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ერთმა უკრაინელმა ჯარისკაცმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. გარდა ამისა, გაერთიანებული ძალების ოპერაციის არეალში, ერთი ჯარისკაცი დაუდგენელ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აფეთქების შედეგად დაიღუპა,“- აღნიშნულია შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების ქმედებების შესახებ უკრაინულმა მხარემ ეუთოს წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა.

„7 აპრილს, დილის 7 საათის მონაცემებით, საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა არ დაფიქსირებულა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

4 თეორია: როგორ გაჩნდა კორონავირუსი - რომელია მათგან ყველაზე სარწმუნო და რა ვიცით ამ დროისთვის ვირუსის წარმომავლობის შესახებ

"ყურანი არ არის ისეთი წიგნი, რომ ნავალნის თავისი ბინძური ხელებით შეხება შეეძლოს" - რა თხოვნით მიმართავს კადიროვი საპატიმროს თანამშრომლებს, სადაც ნავალნი იმყოფება

აშშ-მა, ევროკავშირმა და სამხრეთ აფრიკამ J&J-ის ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს - რა სახელდება მიზეზად