ავტორი:

გოგონებს, რომლებიც დუბაიში, სასტუმროს აივანზე შიშვლები იღებდნენ ფოტოებს, გაადეპორტებენ - რა გაგრძელება მოჰყვა სკანდალურ ფოტოსესიას

გოგონებს, რომლებიც დუბაიში, სასტუმროს აივანზე შიშვლები იღებდნენ ფოტოებს, გაადეპორტებენ - რა გაგრძელება მოჰყვა სკანდალურ ფოტოსესიას

გოგონებს, რომლებიც დუბაიში, სასტუმროს აივანზე, კამერების წინ, შიშვლები პოზირებდნენ, გაერთიანებული არაბთა საემიროებიდან გაადეპორტებენ. როგორც BBC წერს, ამ ინფორმაციას ოფიციალური პირები ადასტურებენ.

გამოცემის ცნობით, დაკავებულია სულ მცირე, 12 უკრაინელი ქალი და ერთი რუსი მამაკაცი, ისინი დაადანაშაულეს საზოგადოებრივ გარყვნილებაში, რაც ექვს თვემდე თავისუფლების აღკვეთას და 1 000 დოლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, თუმცა, როგორც ჩან, საპატიმროში არ დატოვებენ და ქვეყნიდან გააძევებენ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სამშაბათს საკონსულოს წარმომადგენლებმა მოინახულეს დაკავებული ქალები და ასევე შეხვდნენ სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსს.

დუბაის ოფიციალურმა პირებმა მედიას დაუდასტურეს, რომ დაკავებულებს გაადეპორტებენ. "პროკურატურამ დაასრულა გამოძიება ახლახანს გამოქვეყნებულ ფოტოსესიასთან დაკავშირებით, რომელიც ეწინააღმდეგება გაერთიანებული არაბთა საემიროების კანონებს. მონაწილე პირები გაძევებულ იქნებიან არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან. აღნიშნულ საკითხზე მეტი კომენტარი აღარ გაკეთდება“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ დუბაი ტურისტებისთვის პოპულარული ქალაქია, იქ მკაცრი წესები მოქმედებს. ნებისმიერი ადამიანი, ვინც არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ცხოვრობს, ან ეწვევა ამ ქვეყანას, ექვემდებარება მის კანონებს და ტურისტებისთვის არ არსებობს გამონაკლისი.

ცნობისთვის, დუბაის პოლიციამ 4 აპრილს დააკავა ტურისტების ჯგუფი, რომლებიც სასტუმროს აივანზე შიშვლები იყვნენ და ფოტოებს იღებდნენ. თავდაპირველი ინფორმაციით, დაკავებულებს შორის 8 რუსი ქალი იყო, თუმცა ეს ცნობა არ დადასტურდა.

წყარო: BBC.com

"რუსეთი აშშ-ის ნებისმიერ არამეგობრულ ნაბიჯს უპასუხებს" - რას ამბობს ლავროვი ამერიკის მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესებაზე

ცისარტყელა მარსზე? - "პერსევერანსის“ მიერ გადაღებული ახალი შთამბეჭდავი ფოტო და NASA-ს პასუხი "იდუმალ ცისარტყელაზე“

"ფეხებსა და ხელებში მგრძნობელობას კარგავს" - როგორია პატიმრობაში მყოფი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რაზე საუბრობს მისი ადვოკატი