ავტორი:

მამუკა მდინარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა - "ეს ამბავი მხოლოდ ერთმა შეცდომამ განაპირობა..."

მამუკა მდინარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა - "ეს ამბავი მხოლოდ ერთმა შეცდომამ განაპირობა..."

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. ის მოქალაქეებს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს.

„ეს ამბავი მხოლოდ ერთმა შეცდომამ განაპირობა, რამდენიმე თვის განმავლობაში ასეთი არ დამიშვია.

როდესაც ვინმეს ესაუბრებით, ერთი წუთითაც კი არ მოიხსნათ პირბადე, არც ერთი წუთით! ეს არის ჩემი, უკვე პირად გამოცდილებაზე დამყარებული რჩევა.

ბოლო დღეებია ირგვლივ ძალიან ბევრი შემთხვევა დაგროვდა, რისკები ძალიან გაიზარდა.

ყველას უმორჩილესად გთხოვთ, ზედმიწევნით დაიცავით რეგულაციები, ყველგან ატარეთ პირბადე, რითაც, გარდა ქვეყნის ეკონომიკისა, მინიმუმ რამდენიმე ასეულ თუ ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს გადაარჩენთ“, - წერს მამუკა მდინარაძე.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ასე ვერ გაგრძელდება: საქართველო ან საკუთარ პოლიტიკურ კრიზისს გადაწყვეტს, ან გარკვეულ ფასს გადაიხდის" - ანდრიუს კუბილიუსი

"7 ევროპარლამენტარის განცხადების უკან ყველა ჩვენგანი ვდგავართ, მათ შორის იმ წინადადების უკან, რაც ფინანსური დახმარების შესაძლო შეწყვეტას ეხება" - ევროპარლამენტარი