ავტორი:

"ვფიქრობ, რომ ნათიას და დათოს რომანი შეცდომა იყო..." - რას ამბობს ნინო მუმლაძე საკუთარ პერსონაჟზე, "ნინასა" და კრიტიკოს მაყურებელზე?

"ვფიქრობ, რომ ნათიას და დათოს რომანი შეცდომა იყო..." - რას ამბობს ნინო მუმლაძე საკუთარ პერსონაჟზე, "ნინასა" და კრიტიკოს მაყურებელზე?

უყვარს თავის პროფესია და წუხს, რომ პანდემიის გამო მსახიობებს, ბოლო ერთი წლის მანძილზე, პროფესიულად რეალიზაციის საშუალება შეეზღუდათ. თუმცა, ცოტა ხნის წინ, ნინო მუმლაძე პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ისევ მიიწვიეს, რადგან გადამღებმა ჯგუფმა მორიგი მე-17 სეზონი განაახლა. ნინოს პერსონაჟს - ნათიას, სერიალის მთავრი გმირისგან, დათოსგან შვილი ჰყავს. დათოს ცოლმა, ნინომ კი, რომელიც მძიმე დაავადებას ებრძოდა, ქმარ-შვილი მიატოვა, უცხო ქვეყანაში გადაიხვეწა.

მრავალშვილიან, დედის გარეშე დარჩენილ ოჯახში ცხადია, პრობლემებმა მოიმატა, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს ძიძა ეხმარება და ბავშვებზე ბებიები ზრუნავენ, დათომ, გადაწყვეტილება მიიღო - ქალბატონი, რომელთანაც შვილი ჰყავს, საცხოვრებლად თავის სახლში გადმოიყვანოს. სერიალის ის გულშემატკივრები, რომლებიც საოცრად განიცდიან ხოლმე პერსონაჟების ბედს, ამ ამბავმა გააღიზიანა და საკუთარი უსიამოვო მოსაზრებები სოციალურ ქსელში დააფიქსირეს.

AMBEBI.GE დაუკავშირდა ნათიას როლის შემსრულებელს, მსახიობ ნინო მუმლაძეს:

- თქვენი პერსონაჟი ამ სეზონზეც გამოჩნდა სერიალში. რა ემოციაა, როდესაც ამდენი ხნის შემდეგ დაბრუნდით პოპულარულ პროექტში?

- ძალიან მენატრებოდა მუშაობა ამ გუნდთან. პანდემიამ განსაკუთრებულად მომანატრა ჩემი საქმე და რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით და ენთუზიაზმით განვეწყე, როცა გავიგე, რომ მაბრუნებენ სერიალში.

- დაბრუნება და მართლაც ასეთი? სერიოზული სკანდალის ზღავრზეა ეს ყველაფერი. არავინ იცის, რა ბედი ელის თქვენ პერსონაჟს ოჯახში, სადაც მივიდა... რა მოხდება? რას იტყვით ამაზე?

- ჯერ მეც არ ვიცი, რა მოხდება, სერიები ეტაპობრივად იწერება და მეც ეტაპობრივად ვკითხულობ... რა ელის ჩემს გმირს, საბოლოოდ მხოლოდ სცენარისტებმა იციან.

- თავად თანაუგრძნობთ მას? უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი? უნდა დათანხმდებოდა დათოს შეთავაზებულ წინადადებას?

- რა გითხრათ, მე საერთოდ ვფიქრობ, რომ ეს რომანი შეცდომა იყო... თუმცა არავინ იცის, როგორ მოიქცეოდა თითოეული ჩვენგანი მსგავს სიტუაციაში, გვერდიდან ყოველთვის ყველაფერი სხვანაირად ჩანს...

- თავად რას იტყვით ნინოზე, როგორ აფასებთ მის გადაწყვეტილებას, მან მიატოვა ოჯახი და წავიდა? და აქვე დათოც შევაფასოთ, სწორად მოიქცა, რაც გადაწყვიტა?

- ზოგადად არ მიყვარს ადამიანების ქცევების შეფასება და არც პერსონაჟებს ვაფასებ ასე. სინამდვილეში ხომ არავინ იცის, რა არის კარგი და ცუდი ამა თუ იმ ადამიანისთვის, ეს მხოლოდ მან იცის, ვინც იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას. როგორც უკვე აღვნიშნე, გვერდიდან ყოველთვის ყველაფერი სხვანაირად ჩანს... ჩვენი კი, ანუ მსახიობების საქმე ისაა, რომ გაითავისო მოცემული პერსონაჟის პრობლემები და ფსიქოტიპი და ეცადო, დაინახო ყველაფერი სწორწდ ისე, როგორც ეს პერსონაჟი ხედავს.

- ისე, თქვენს პერსონაჟს სულ ასეთი რისკების ზღვარზე უწევს ყოფნა. მგონი, ახლაც გამოჩდნენ სოციალურ ქსელში მისი მოწინაღმდეგეები...

- ღმერთმა შეარგოთ... ზოგადად თუ პერსონაჟი დიდ ვნებათაღელვას იწვევს საზოგადოებაში, ე.ი. საინტერესო და დასამახსოვრებელია... მე ამ ამბავს, როგორც მსახიობი, კომპლიმენტად ვიღებ.

- ადვილია სერიალის პარტნიორთან, ლევან ყოჩიაშვილთან ერთად მუშაობა?

- "ყოჩი" საოცრად კარგი მსახიობია და უფრო კარგი პარტნიორი. ზოგადად არსებობენ კარგი მსახიობები, რომლებიც არ არიან კომფორტული პარტნიორები, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ლევან ყოჩიაშვილზე კარგი პარტნიორი ჯერჯერობით ჩემ პროფესიაში არ შემხვედრია.

- რა ადგილი უკავია "დაქალებს" თქვენს ცხოვრებაში?

- რა ადგილი უნდა ეკავოს... ჩემი საქმეა, ჩემი სამსახური, რეალიზების და შემოსავლის საშუალება. ასევე მომიტანა თვითრეალიზაციის საშუალება და მეტი პოპულარობა.

- პანდემია უკვე ერთი წელია ბობოქრობს, ამან სერიოზული კრიზისი გამოიწვია თეატრებში. დაიხურა ყველაფერი მსოფლიოში. როგორია მსახიობისთვის უთეატროდ ცხოვრება?

- რა თქმა უნდა, ძალიან ცუდათ იმოქმედა. შეუძლებელია სტაგნაცია აქტიურ ცხოვრებას მიჩვეულ ადამიანს არ უქმნიდეს გარკვეულ დეპრესიულ ფონს, მით უმეტეს, ხელოვან ადამიანს. ნამდვილად არ იყო კარგი... მიხარია, რომ დამთავრდა და აღდგა სპექტაკლები... დიდი იმედი მაქვს, რომ ისევ არ ჩაგვკეტავენ.

- თქვენმა თეატრმა განაახლა ხომ მუშაობა?

- დიახ დავიწყეთ მუშაობა, თუმცა წუხელ გავიგეთ, რომ თეატრში კორონავირუსის 1 შემთხვევა დაფიქსირდა და დროებით ისევ შევჩერდით... ამ ეტაპზე მიდის მთელი დასის აქტიური ტესტირება. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება...

- რას მიხვდით ამ პერიოდში მას მერე, რაც შემოქმედებითი პაუზის აღება არსებული მდგომარეობის გამო მოგიხდათ?

- მივხვდი, რომ პროფესიული რეალიზაცია და კომუნიკაცია ადამიანებთან ჩემთვის ჰაერივით მნიშვნელოვანია.

- რამდენად კანონმორჩილი ხართ და რამდენად იცავთ ყველა რეგულაციას, რაც პანდემიისას ცხადდება?

- ვცდილობ, მაქსიმალურად დავიცვა.

- როგორი გეგმები გაქვთ?

- ვითარებიდან გამომდინარე, ვცდილობ ძალიან დიდი გეგმები არ დავსახო, რომ შემდეგ იმედგაცრუებებმა არ დამსტრესოს. ამ ეტაპზე უბრალოდ ვცდილობ, მაქსიმალურად გამვიყენო მოცემული შესაძლებლობები და ვემსახური ჩემს საქმეს!

- რას ეტყოდით მაყურებელს, რომელიც აგერ უკვე მე-17 სეზონია, აქტიურად უყურებს სერიალს?

- დიდი მადლობა მათ ერთგულებისთვის. იმედს ვიტოვებ, რომ ეს სეზონი გაამართლებს მათ მოლოდინებს!

"ამ ვერაგმა დაავადებამ ისეთი გოგო გამოგვაცალა, მთელ ქალაქს რომ ეტკინა" - რას წერენ "ლელოს" წარმომადგენლები ბათუმში კოვიდ 19-ით გარდაცვლილ 55 წლის ქალზე

"ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს... ტექნიკური მიღწევები უღვთო ადამიანების ხელში სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს" - ილია მეორე

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 21 ადამიანი გარდაიცვალა - რამდენი ტესტი ჩატარდა და როგორია ინფიცირები ახალი შემთხვევების რაოდენობა