ებრაულმა კომპანიამ მობილურის "უხილავი" კლავიატურა შექმნა

ებრაულმა კომპანიამ მობილურის "უხილავი" კლავიატურა შექმნა

ებრაულმა კომპანია Snap Keys-მა პორტატული აპარატებისთვის "უხილავი" კლავიატურა შექმნა და მას 4K უწოდა. ტექნოლოგია რამდენიმე უხილავი ღილაკისგან შედგება, რომლებიც სენსორულ ეკრანზე მდებარეობს. მათზე თითის დაჭერისას სიმბოლოები გამოისახება, როგორც ეს ჩვეულებრივი კლავიატურის შემთხვევაში ხდება.

4K-ის მთავარი თავისებურება ისაა, რომ ასოების ასაკრეფად სულ 4 ღილაკი გამოიყენება, რომლებიც ეკრანის მარცხენა და მარჯვენა მხარეებზე წყვილ-წყვილად მდებარეობს. განცალკევებული ღილაკებით ციფრების, სიმბოლოებისა და პუნქტუაციის ნიშნების გამოსაყვანად გამოიყენება.

როგორც გამომგონებლები ირწმუნებიან, მათი სისტემა, რომელიც სიტყვების ავტომატური ინტუიციური ამომცნობითაა აღჭურვილი, აკრეფილი ტექსტის სისწორეს 92%-ით განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ 4K-ის ინგლისურენოვანი ვერსია 100 ათასზე მეტ სიტყვას მოიცავს.

ებრაულმა კომპანიამ ტექნოლოგიის გავრცელებაზე პარტნიორული შეთანხმება Philips Electronics-თან უკვე გააფორმა და იმედოვნებს, რომ მობილური ტელეფონების წამყვანი მწარმოებლები მისი პროდუქტით აქტიურად დაინტერესდებიან.

აღსანიშნავია, რომ 4K-ის შექმნას ებრაელმა გამომგონებლებმა 10 წელი მოანდომეს და საამისოდ 4 მლნ დოლარის ოდენობის კერძო ინვესტიციის მოზიდვა დასჭირდათ.

მომზადებულია snapkeys.com-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)