ავტორი:

"პატარა პრინცის მოლოდინში" - მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი ფეხმძიმე მეუღლის ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს

"პატარა პრინცის მოლოდინში" - მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი ფეხმძიმე მეუღლის ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს

მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი პირველი ვაჟის დაბადებას ელოდება. ანდრია ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად გადაღებულ ულამაზეს ფოტოს აქვეყნებს. ანდრიას რჩეული ასევე მსახიობი მაიკო ვაწაძეა.

"პატარა პრინცის მოლოდინში", - წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.

წყვილმა 2018 წელს იქორწინა. ანდრეას და მაიკოს სიყვარულის ამბავი 7 წლის წინ დაიწყო. ერთმანეთი თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნეს. პირველ კურსზე სპექტაკლში "მუნჯი ახმედი და ზღვა" შეყვარებულების როლი ითამაშეს. შემდეგ ქორეოგრაფიულ დადგმაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც "რომეო და ჯულიეტას" მოტივებზე იყო აგებული. სცენურმა სიყვარულმა რეალურ ცხოვრებაშიც გადმოინაცვლა და ულამაზესი ქორწილითაც დასრულდა.

ანდრეა გველესიანმა საზოგადოებას თავი სხვადასხვა მუსიკალურ და გასართობ შოუში მონაწილეობით დაამახსოვრა.

"პირველი ემოცია იყო დუმილი - ხმას ვერ ვიღებდი..."ჩაკეტვის" გამო,  საორსულო ტანსაცმელი ვერ ვიყიდეთ და ჩემს შარვლებს იცვამდა" - ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე პირველი შვილის მოლოდინში

ჯარედ ლეტოს დაუჯერებელი გარდასახვა - ახალ როლში ფანებს მისი ამოცნობა უჭირთ (ფოტოები)

ოპერის მომღერალ დავით ღვინიანიძის გზა ქუთაისიდან ამერიკულ წარმატებამდე - "ყოველთვის მინდოდა, მშობლებისთვის დამემტკიცებინა, რომ ნამდვილი ხელოვანი ვიყავი"