ანდრია გველესიანმა ულამაზეს გოგონაზე იქორწინა - ფოტოები წყვილის შოუ-ბიზნესური ქორწილიდან

ანდრია გველესიანმა ულამაზეს გოგონაზე იქორწინა - ფოტოები წყვილის შოუ-ბიზნესური ქორწილიდან

მსახიობი და მომღერალი ადნრია გველესიანი დაქორწინდა. მისი რჩეული ულამაზესი გოგონა, მსახიობი მაიკო ვაწაძეა. ქორწილი რესტორან "თავადურში" გაიმართა და მას შოუ-ბიზნესის ცნობილი სახეები ეწსრებოდნენ.

ქორწილში ანდრია გველესიანი ჩოხით იყო წარმოდგენილი. წყვილმა ქართული ცეკვაც შეასრულა.

ნახეთ ვიდეო: კადრები ანდრია გველესიანის შოუბიზნესური ქორწილიდან

ანდრეას და მაიკოს სიყვარულის ამბავი 4 წლის წინ დაიწყო. ერთმანეთი თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნეს. პირველ კურსზე სპექტაკლში "მუნჯი ახმედი და ზღვა" შეყვარებულების როლი ითამაშეს.

"სცენაზე ერთმანეთს პარტნიორობას პირველად ვუწევდით, შეყვარებულებს ვთამაშობდით. რადგან მაიკოს მიმართ სიმპათია სულ მქონდა, ამ როლის თამაში არ გამჭირვებია" - ამბობს ანდრია ერთ-ერთ ინტერვიუში. შემდეგ ქორეოგრაფიულ დადგმაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც "რომეო და ჯულიეტას" მოტივებზე იყო აგებული. ერთი სიტყვით, სცენურმა სიყვარულმა რეალურ ცხოვრებაშიც გადმოინაცვლა და ულამაზესი ქორწილითაც დასრულდა

წაიკითხეთ: "ნუკრი ქანთარიამ "დაიჭირა" ჩვენი ამბავი და სულ შეყვარებულებს გვათამაშებდა" - ორი მსახიობის სცენაზე დაწყებული სიყვარულის ისტორია

"პატარა პრინცის მოლოდინში" - მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი ფეხმძიმე მეუღლის ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს

"ბენი დარწმუნებულია, რომ ანჯელინა ჯოლი მოიყვანა ცოლად“ - რას ჰყვება ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ქმართან და შვილთან ერთად, კოვიდინფიცირებულია

"მე და მამა შინ  2 "ბომბი“  ვართ... დედაჩემი ამის ფონზე რანაირად ახერხებს ლავირებას, წარმოდგენა არ მაქვს" - რას ჰყვება ცნობილ მამასა და ბერკლიში სწავლაზე ანა დოი?