ავტორი:

"ინფორმირებული იყო ასევე მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ალბათ, იცოდა ივანიშვილმაც" - რას ჰყვება აფგან მუხთარლი გატაცების შესახებ

"ინფორმირებული იყო ასევე მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ალბათ, იცოდა ივანიშვილმაც" - რას ჰყვება აფგან მუხთარლი გატაცების შესახებ

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. მანამდე მან ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა.

"ჩემს გატაცებაში მონაწილეობას იღებდა აზერბაიჯანული მხარე და ქართული მხარის შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სასაზღვრო პოლიცია.

პროკურატურას უნდა მივაწოდო ინფორმაცია, რა გზით წამიყვანეს აზერბაიჯანში, ნახევარ გზას ვხედავდი. უნდა ვანახო ადგილი, საიდანაც მოხდა ჩემი გატაცება. დიდი იმედი ქართული პროკურატურის არ მაქვს.

ეს ქართულმა მხარემ აზერბაიჯანულთან ერთად ჩაიდინა, ინფორმირებული იყო ასევე მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ალბათ, იცოდა ივანიშვილმაც. თუ ფოტოებს მიჩვენებენ, თავდამსხმელებს ვიცნობ", - განაცხადა მუხთარლიმ. (შენიშვნა: მომზადებულია "ფორმულას" თარგმანზე დაყრდნობით).

ცნობისთვის, პროკურატურამ აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მუხთარლის გამოკითხვის შუამდგომლობით მისი ადგილსამყოფელის მიხედვით, სამართლებრივი დახმარებისთვის გერმანიის შესაბამის სამსახურებს 2020 წლის 24 მარტს მიმართა. გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე აფგან მუხთარლი გერმანიაში შესაბამისი სამსახურების მიერ 2020 წლის 24 ივლისს გამოიკითხა. დაკითხვის ოქმი და შესაბამისი მასალები გერმანიიდან საქართველოს პროკურატურაში 2020 წლის პირველ ოქტომბერს გამოიგზავნა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) მიმდინარეობს.

მუხთარლი თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული. 2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა აზერბაიჯანის ციხიდან ერთი წლის წინ გაათავისუფლეს. დარჩენილი წლები მას პირობითად ჩაეთვალა.

აფგან მუხთარლი 7 აპრილს თბილისში დაბრუნდა.

თბილისში სავარაუდო მოძალადისგან გაქცევის დროს 9 წლის ბავშვი თხრილში ჩავარდა

"მგონია, რომ ვიღაც არის დაინტერესებული, რომ ამ ადამიანმა ეს ილაპარაკოს" - რას ამბობს გიორგი კვირიკაშვილი აფგან მუხთარლის ბრალდებაზე

"პროკურატურას არ სურს ჩემი საქმის გამოძიება, მაგრამ მე მსურს ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო - ყველამ იცის მე ვინც მომიპარა, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ბრძანება" - აფგან მუხთარლი