ავტორი:

პროკურატურა მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვს

პროკურატურა მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვს

გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ექიმებისა და ექთნის - ვიოლეტა ინასარიძის, ბექა ლიპარტელიანისა და თეა გზირიშვილის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვს.

სახელმწიფო ბრალდება თითოეული მათგანის მიმართ 5000 -5000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს. აღნიშნული შუამდგომლობა საქმის პროკურორმა სასამართლოში დააყენა.

როგორც პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ განმარტა, ექთანმა თეა გზირიშვილმა გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ გამოსაკითხმა პირმა განაცხადა, რომ იმუნიზაციის ექიმმა ვიოლეტა ინასარიძემ თითქოს, მეგი ბაქრაძეს ადრენალინი გაუკეთა.

პროკურორის თქმითვე, სწორედ, ინასარიძემ სთხოვა გზირიშვილს აღნიშნული ცრუ ინფორმაცია მიეწოდებინა გამოძიებისთვის. ჟორჟოლაძის თქმით, ბექა ლიპარტელიანმა ხელი შეუშალა მართლმსაჯულებას და კოლეგიალური დამოკიდებულებით და ვიოლეტა ინასარიძისთვის პასუხისმგებლობის არიდების მიზნით, განაცხადა, რომ მას თითქოს, ინასარიძემ უთხრა, რომ მეგი ბაქრაძეს ანტიალერგიული პრეპარატები გაუკეთა, გამოძიებით კი დადგინდა, რომ ვიოლეტა ბაქრაძეს აღნიშნული არც უთქვამს ლიპარტელიანისთვის და არც აღნიშნული პრეპარატები გაუკეთებიათ მეგი ბაქრაძისთვის.

ლევან ჟორჟოლაძის განცხადებით, ბრალდებულების მხრიდან ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები არსებობს, რომ მათ შესაძლოა, ახალი დანაშაული ჩაიდინონ, მტკიცებულებები გაანადგურონ და მიიმალონ.

ცნობისთვის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე "ახალციხის კლინიკა იმედის“ 2 ექიმსა და ერთ ექთანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარადგინა, რაც მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით.

წარდგენილი ბრალდება 2-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმებსა და ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000 – 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

"შეიძლება ვიოლა ექიმს დაავალეს ჩვენების შეცვლა... ამით გადაარჩენენ კლინიკას" - მეგი ბაქრაძის დედა პროკურატურის ინფორმაციას ეხმაურება

"ინფორმირებული იყო ასევე მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ალბათ, იცოდა ივანიშვილმაც" - რას ჰყვება აფგან მუხთარლი გატაცების შესახებ