ავტორი:

ჩეჩნეთში გარდაიცვალა პოლიტიკოსი, რომლის სტუმარმაც კადიროვის პორტრეტს ხელი დაარტყა - რა ვითარებაში დაიღუპა ის და რა ვერსიებზე საუბრობენ რუსულ მედიაში

ჩეჩნეთში გარდაიცვალა პოლიტიკოსი, რომლის სტუმარმაც კადიროვის პორტრეტს ხელი დაარტყა - რა ვითარებაში დაიღუპა ის და რა ვერსიებზე საუბრობენ რუსულ მედიაში

ცნობილი გახდა, რომ ჩეჩნეთში გარდაიცვალა არგუნის ყოფილი მერი, იბრაგიმ თემირბაევი. Кавказ.Реалии-ის ინფორმაციით, თემირბაევის მანქანა ჩეჩნეთში, ერთ-ერთ მაგისტრალზე კლდიდან გადაიჩეხა.

აღსანიშნავია, რომ მერის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, თემირბაევმა წელიწადნახევარი არგუნის მესამე კოლონიაში გაატარა. მისი დაკავების მიზეზი ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვისადმი გამოთქმული კრიტიკა გახდა.

ჩეჩენი ბლოგერი, ტუმსო აბდურახმანოვი ამბობს, რომ ეს ამბავი მას გროზნოს უნივერსიტეტის ლექტორს, ხიზირ იეჟიევს ახსენებს, რომელიც 2016 წლის იანვარში სოფელთან ახლოს, ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. აბდურახმანოვის აზრით, ის სავარაუდოდ, მოკლეს.

ბლოგერი ასევე მიიჩნევს, რომ თემირბაევიც მოკლულია და მოჰყავს Новая газета-ს ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, თუ როგორ აწამებდნენ მას და როგორი ზეწოლა ხორციელდებოდა.

"მეთოდურად, ნელა კლავდნენ და გუშინ როგორც ჩანს, საბოლოოდ მოკლეს“, - ამბობს აბდურახმანოვი.

ბლოგერი ასევე აღნიშნავს, რომ თავდაპირველად არგუნის მერსა და რამზან კადიროვს შორის კარგი დამოკიდებულება იყო და თემირბაევი კადიროვის ერთგულებით გამოირჩეოდა. მათ შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც თემირბაევთან ჩეჩნეთის შს მინისტრის მოადგილის სტუმრობის დროს კედელზე ჩამოკიდებულ კადიროვის პორტრეტს სტუმარმა "ხუმრობით ხელი დაარტყა".

წყარო: tvrain.ru

4 თეორია: როგორ გაჩნდა კორონავირუსი - რომელია მათგან ყველაზე სარწმუნო და რა ვიცით ამ დროისთვის ვირუსის წარმომავლობის შესახებ

"ყურანი არ არის ისეთი წიგნი, რომ ნავალნის თავისი ბინძური ხელებით შეხება შეეძლოს" - რა თხოვნით მიმართავს კადიროვი საპატიმროს თანამშრომლებს, სადაც ნავალნი იმყოფება

აშშ-მა, ევროკავშირმა და სამხრეთ აფრიკამ J&J-ის ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს - რა სახელდება მიზეზად