ავტორი:

მასშტაბური აქციები საფრანგეთში - "კოვიდპასპორტებთან" დაკავშირებული რა წესების შემოღებას აპირებს მთავრობა და რას ითხოვს საზოგადოების ნაწილი (ფოტოები)

მასშტაბური აქციები საფრანგეთში - "კოვიდპასპორტებთან" დაკავშირებული რა წესების შემოღებას აპირებს მთავრობა და რას ითხოვს საზოგადოების ნაწილი (ფოტოები)

საფრანგეთში ათასობით მოქალაქე იმ შეზღუდვებს აპროტესტებს, რომელთა დაწესებასაც მთავრობა აგვისტოდან გეგმავს. საუბარია შეზღუდვებზე, რომელთა თანახმადაც, რესტორნებში, ბარებში, სავაჭრო მოლებსა და კინოთეატრებში ადამიანები ვაქცინის დამადასტურებელი სერთიფიკატის გარეშე არ დაიშვებიან. თუკი ვაქცინის დამადასტურებელ დოკუმენტს ვერ წარადგენენ, მაშინ უარყოფითი PCR ტესტის საფუძველზე შეძლებენ ამა თუ იმ დაწესებულებაში შესვლას.

დემონსტრაციები საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა. მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ზოგიერთ ქალაქში, მათ შორის პარიზში, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მანამდე დემონსტრანტებმა სამართალდამცავებს პიროტექნიკა დაუშინეს, მიწის სათხრელი მანქანა დაწვეს და ნაგვის ურნები წააქციეს.

საპროტესტო აქციები პარიზის გარდა გაიმართა მონპელიეში, მარსელში, პერპინიანში, რუანსა და ტულუზაში.

პროტესტი პარიზში ოთხშაბათს დილით მაშინ დაიწყო, როდესაც ბასტილიის დღესთან დაკავშირებით ტრადიციული, ყოველწლიური სამხედრო აღლუმი იმართებოდა, მალევე დემონსტრაცია საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებს მოედო და მასშტაბური გახდა.

"ძირს დიქტატურა, ჩვენ თავისუფლება გვსურს" - ისმოდა შეძახილები აქციის მონაწილეებისგან. "არ გვსურს, რომ ვაქცინაცია სავალდებულო იყოს, ეს დიქტატურაა და ამას არ შევეგუებით", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აგვისტოდან სავაჭრო მოლებში, კაფეებში, ბარებში, რესტორნებსა და კინოთეატრებში კოვიდპასპორტების შემოწმება სავალდებულო გახდება. ასევე საფრანგეთში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ მაკრონის გეგმა არის დისკრიმინაცია იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც კოვიდ 19-ის აცრის გაკეთება არ სურთ.

ცნობისთვის. საფრანგეთში კორონავირუსის გამოვლენიდან ამ დრომდე აღწერილია 5,8 მილიონი შემთხვევა და ამ მონაცემით ის მსოფლიოს მეხუთე ქვეყანაა. საფრანგეთში კოვიდ-19-ს 111 413 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო დღეებია იქ ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა 6000-ს აჭარბებს.

"სტალინის სტილს მიჰყვება პუტინიც... დუბაკოვიც მისი პროექტია" - როგორ ეხმაურებიან სომხები ბაქოში გასამართლებული რუსის საქმეს?

ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ხელმძღვანელი, ჰოლოკოსტზე ხუმრობის გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს - "ჩემი სიტყვები სულელური იყო... ვნანობ"

ძლიერი გვალვა ირანში და წყლის დეფიციტით გამოწვეული საპროტესტო აქციები, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა - პროტესტის პოლიტიკური მხარე: "აცხონე, ალაჰო, რეზა-შაჰის სული“