ავტორი:

თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული შსს-ს ყოფილი თანამშრომლის საქმეს ნაფიც მსაჯულები განიხილავენ

თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული შსს-ს ყოფილი თანამშრომლის საქმეს ნაფიც მსაჯულები განიხილავენ

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მვკლელობისა და კიდევ ერთი პირის დაჭრის საქმეზე ბრალდებული, თელავის პოლიციის ყოფილი თანამშრომლის საქმეს ნაფიც მსაჯულები განიხილავენ. გადაწყვეტილება წინა სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას გახდა ცნობლი.

საქმის ნაფიცი მსაჯულებისთვის გადაცემა ბრალდებულს და დაცვის მხარემ მოითხოვეს.

მანამდე კი, მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე, აღკვეთის ღონისძიების შეცვლასა და საქმის არსებითად გადაცემაზე იმსჯელეს.

მოსამართლე თამარ კაბანაძემ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დატოვა.ხოლო,მტკიცებულებების ნაწილში დაკითხვის ერთი ოქმი დაუშვებლად ცნო.

პროცესს დისტანციურად ისმენდა თავად ბრალდებული ვანო ზანდარაშვილი.

ყოფილი პოლიციელის,ვანო ზანდარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. მას მუხლი რამდენიმე დღის წინ 109-ე მუხლით დაუმძიმდა.

სახელმწიფო ბრალდება მას თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის 38 წლის ზურაბ საჩიშვილის მკვლელობას და მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის დაჭრას ედავება. შემთხვევა გასული წლის 25 დეკემბერს მოხდა.

ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პირველი ეტაპი 15 აპრილს ჩაინიშნა.

პროკურატურა მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვს

მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმებსა და ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000 – 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

"შეიძლება ვიოლა ექიმს დაავალეს ჩვენების შეცვლა... ამით გადაარჩენენ კლინიკას" - მეგი ბაქრაძის დედა პროკურატურის ინფორმაციას ეხმაურება