ავტორი:

სომხეთის ექსპრეზიდენტმა ფაშინიანს უჩივლა - რობერტ კოჩარიანი კომპენსაციის სახით 4-მილიონ სომხურ დრამს ითხოვს

სომხეთის ექსპრეზიდენტმა ფაშინიანს უჩივლა - რობერტ კოჩარიანი კომპენსაციის სახით 4-მილიონ სომხურ დრამს ითხოვს

სომხეთის ექსპრეზიდენტმა რობერტ კოჩარიანმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

მოსარჩელე მოითხოვს აღიარებულ იქნას, რომ დაირღვა მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება და ასევე იმ არამატერიალური ზიანის ანაზღაურებას, რაც მას ამ დარღვევისგან მიადგა. ასევე მოსარჩელე ითხოვს, რომ საჯაროდ უარყონ მის შესახებ გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებები.

საინფორმაციო სააგენტო NEWS.am-ის ცნობით, სარჩელი ეფუძნება ნიკოლ ფაშინიანის მიერ 1-ლი მარტის საპროტესტო აქციის დროს ერევანში, "რესპუბლიკის მოედანზე“ გაკეთებულ განცხადებებს. რობერტ კოჩარიანის ადვოკატები ითხოვენ, რომ ფაშინიანის განცხადებები ყოფილი პრეზიდენტის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად ჩაითვალოს.

ამასთან, ექსპრეზიდენტი კომპენსაციის სახით 4-მილიონ სომხურ დრამს ითხოვს.

აშშ-ში შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნაზე საუბრობენ - საგანგებო შეტყობინება რუსეთს და მოსკოვის პასუხი

რუსეთი სომხეთში ახალ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს - რას წერს რუსული გამოცემა?

შიმშილობა ჩრდილოეთ კორეაში? - რაზე საუბრობენ გაეროს ექსპერტები და რა მოსალოდნელი კრიზისისთვის ამზადებს კიმ ჩენ ინი საზოგადოებას