ავტორი:

"დარბაზში პირბადეს მხოლოდ პოპკორნის მირთმევის დროს მოიხსნიან..." - რა წესების დაცვა მოგიწევთ კინოთეატრებში?

"დარბაზში პირბადეს მხოლოდ პოპკორნის მირთმევის დროს მოიხსნიან..." - რა წესების დაცვა მოგიწევთ კინოთეატრებში?

დღეს კინოთეატრები გაიხსნა და კინო დიდ ეკრანებს დაუბრუნდა. კინოთეატრებმა მუშაობა რეგულაციების დაცვით და 2020 წლის დიდი ფილმებით განაახლა.

კინოჩვენებები კოვიდ უსაფრთხოების ნორმების დაცვით მიმდინარეობს, ყოველი სეანსის შემდეგ სველი წესით სუფთავდება დარბაზები, ხდება სახელურების დეზინფექცია და ასევე სხვა აქტიური შეხების სხვა ზედაპირების.

თანამშრომლებს უტარდათ უსაფრთოების ტრეინინგები, დაიწყო და სისტემატიურად გარძელდება მათი ტესტირებაც. კინოთეატრების მთელ ტერიტორიაზე ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

კინოთეატრების ადმინისტრაცია მაყურებელს მოუწოდებს, რომ ბილეთები ონლაინ პატფორმებზე შეიძინონ.

"კინომოყვარულები დარბაზში პირბადეს მხოლოდ პოპკორნის მირთმევის დროს იხსნიან და დისტანციის დაცვით სხედან, თუმცა ოჯახის წევრებს და მეგობრებს 3 ადამიანის შემადგენლობით, შეუძლიათ კინოდარბაზში ერთმანეთის გვერდით დაჯდომა, თუმცა კინომოყვარულთა სხვა ჯგუფთან მათი დისტანცირება მოხდება ოთხივე მხრიდან.

ფოიეში დაემატა ონლაინ შეკვეთის სპეცალური ტერმინალები, რათა მაყურებელს რიგში დგომა არ მოუხდეს და იმ შემთხვევაში, თუ რიგში დგომა მაინც მოუწევს, ვინმეს კინოთეატრის თანამშრომლები, აკონტროლებენ რომ 2 მეტრიანი დისტანცია არ დაირღვეს" - აღნიშნავენ კინოთეატრების ადმინისტრაციაში.

ბადრი პატარკაციშვილის დედა, ნათელა პატარკაციშვილი გარდაიცვალა

მალე საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დასაქმებას შეძლებენ - როდის იწყება რეგისტრაცია?

ბოლო დღე-ღამეში 36 578 ტესტი ჩატარდა - გამოვლინდა ინფიცრების 777 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 9 პაციენტი