ავტორი:

"მეგი რომ ვნახე, იმხელა იყო გამხდარი, თვალი თავის ადგილზე არ ჰქონდა... 3 000 ლარი გირაო სასაცილოა" - ბაქრაძის მეუღლე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

"მეგი რომ ვნახე, იმხელა იყო გამხდარი, თვალი თავის ადგილზე არ ჰქონდა... 3 000 ლარი გირაო სასაცილოა" - ბაქრაძის მეუღლე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

გარდაცვლილი მედდის მეგი ბაქრაძის მეუღლე მანუჩარ კობახიძე ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებაზე, სასაცილოა.

"სასაცილოა 3 ათასი ლარი, როდესაც ქალბატონმა ვიოლეტამ ამხელა ჩვენება შეცვალა. ეს გამოძიებისთვისაც სამარცხვინოა. თავიდან ბატონმა გიორგიმ გვითხრა, რომ ყველაფერი გავუკეთეთ მეგის, რაც საჭირო იყოვო, დღეს შეცვალეს ჩვენება.

დღეს გირაოთი გამოუშვეს ეს ადამიანები, რომლებსაც თავის დროზე რომ სწორად ემოქმედათ, ყველაფერი კარგად იქნებოდა" - აღნიშნა მანუჩარ კობახიძემ.

მან კიდევ ერთხელ გაიხსენა ის დღე, როდესაც ახალციხის კლინიკიდან დაურეკეს და შეატყობინეს, რომ მისი მეუღლე შეუძლოდ იყო.

"რეანიმაციაში რომ ავედი ბატონი გიორგი (რეანიმატოლოგი) იყო, მიცვალებული იყო უკვე. ზეწარი ჰქონდა გადაფარებული. სახე ჰქონდა გასიებული, იმხელა იყო გამხდარი, თვალი თავის ადგილზე არ ჰქონდა... მტერს არ ვუსურვებ მასეთ რამეს" - აღნიშნა "მთავარ არხთან" საუბრისას მედდის მეუღლემ.

მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმებსა და ექთანს - ვიოლეტა ინასარიძეს, ბექა ლიპარტელიანსა და თეა გზირიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-3000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულის შემთხვევაში 5000-5000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. გირაოს გამოყენებას დაეთანხმა დაცვის მხარეც, ვიოლეტა ინასარიძისა და თეა გზირიშვილის ადვოკატმა ბრალდებულების მიმართ 3 000-3000-ლარიანი გირაოს გამოყენება მოითხოვა, ბექა ლიპარტელიანის უფლებადამცველმა კი, მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება.

ცნობისთვის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე "ახალციხის კლინიკა იმედის“ 2 ექიმსა და ერთ ექთანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით.

წარდგენილი ბრალდება 2-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგარეჯოში მამაკაცი დაჭრეს

"თუ პოლიციაზე იძალადებენ, სპეცრაზმს კანონიერი უფლება აქვს, გაზი, წყლის ჭავლი გამოიყენოს" - ვახტანგ გომელაური რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებზე

"ბადრი ესებუა სადაც არის, ვიცით ჩვენ... ისვენებს" - ვახტანგ გომელაური