ავტორი:

"ბადრი ესებუა სადაც არის, ვიცით ჩვენ... ისვენებს" - ვახტანგ გომელაური

"ბადრი ესებუა სადაც არის, ვიცით ჩვენ... ისვენებს" - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დღეს პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, ღონისძიების შემდეგ კი მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა ბადრი ესებუას, რომელიც გასული წლის 25 ოქტომბერს ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალს დაესხა თავს.

"ბადრი ესებუა სადაც არის, ვიცით ჩვენ...ისვენებს" - განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ ფილიალს ბადრი ესებუა გასული წლის 25 ოქტომბერს დაესხა თავს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ამავე საქმის ირგვლივ, შსს-მ ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა 14 დეკემბერს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა - შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. საგამოძიებო ორგანოს ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბადრი ესებუას მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - ვიზუალური კონტროლი.

ღონისძიების მიმდინარეობისას ბიძინა ესებუამ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა. დაკავებულის კუთვნილი "ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი.

"ციხის კადრების" საქმეზე ზურაბ ადეიშვილს და დავით ჭაკუას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ

შსს-მ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე კიდევ 5 პირი დააკავა, მათ შორის 3 "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტზე თავდასხმის გამოა დაკავებული

გორში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 5 პირი დააკავეს - რას აცხადებს ადვოკატი