საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბრუნებას ითხოვს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზურაბიშვილმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.
"არ მინდა 9 აპრილს, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობის გამყარების დღეა, ეს სიტყვა დავასრულო და არ ვახსენო ჩვენი უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა; მათ არ გამოვუცხადო სოლიდარობა.
მიმაჩნია, რომ დღეს ამ სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.