ავტორი:

"ივანიშვილები აბასთუმანში არიან, ისვენებენ... ბერა ხან ამერიკაშია, ხან - სხვაგან, შეეშვან რა!" - რას ამბობს ეკა ჭიჭინაძე ექსპრემიერის ვაჟის კორეაში წასვლაზე?

"ივანიშვილები აბასთუმანში არიან, ისვენებენ... ბერა ხან ამერიკაშია, ხან - სხვაგან, შეეშვან რა!" - რას ამბობს ეკა ჭიჭინაძე ექსპრემიერის ვაჟის კორეაში წასვლაზე?

ზუსტად ერთი თვის წინ, "იმედზე" გასულ ინტერვიუში, ბერა ივანიშვილმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას, საზოგადოებას ამცნო, რომ დუეტის ჩასაწერად კორეაში მიდიოდა.

"მალე მივემგზავრები სამხრეთ კორეაში, სადაც მაქვს დაგეგმილი რამდენიმე დუეტი. თანამშრომლობა იქაურ კარგ მუსიკოსებთან. უახლოეს მომავალში ვაპირებ, გააქტიურებას მუსიკალური მიმართულებით, იქნება ახალი კლიპები, სიმღერები და ძალიან ბევრი სიურპრიზი, რაც ჩემს გულშემატკივრებს, ჩემს ნამდვილებს გაუხარდებათ", - განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

რამდენიმე დღის წინ ბერას ცოლის დამ - ანი გუდავაძემ ინსტაგრამზე სეულში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ნანუკა გუდავაძე და ბერუკა ივანიშვილიც ჩანან.

AMBEBI.GE ივანიშვილების ოჯახის მეგობარს ეკატერინე ჭიჭინაძეს დაუკავშირდა, რომელიც "ნოდარ მელაძის შაბათის" ანონსაც გამოეხმაურა, სადაც ბერას კორეაში ვიზიტზეა საუბარი.

ეკატერინე ჭიჭინაძე:

- რა უნდა გითხრათ ამაზე? ხალხს აგიჟებენ, ეს რა უბედურებაა? ვის ატყუებენ, ან როდემდე? მართლა არაფერი ვიცი, სად არის ბერა და აპირებდა თუ არა კორეაში წასვლას. ხალხი, რომელიც გუშინ იყო გამოსული აქციაზე, ვერ ხვდებიან, რას აპროტესტებდა? მერე გაკვირვებულები არიან, რატომ აქვთ აგრესია ჟურნალისტების მიმართო. ტყუილების, ცილისწამების გამო აქვთ აგრესია. აღარც ვუყურებ ამათ, საერთოდ არ მაინტერესებს.. ხალხს ამდენი სტრესის გამო გული ცუდად უხდება. ძალიან ცუდად იქცევიან, ძალიან...

ნანუკა გუდავაძე კორეაში

- ბოლო დროს, ივანიშვილების ოჯახთან თუ გქონდათ კონტაქტი?

- არა, ისინი წასულები არიან აბასთუმანში და ისვენებენ. მათთვის ასეთი სისულელეების კითხვას არც ვაპირებ, ასეთ სიბინძურეებს არც ავყვები. ისეთი რაღაცეები ხდება ამ ქვეყანაში, რეებს ლაპარაკობენ, ფეხებზე ჰკიდიათ ყველაფერი, ან დედა არ ჰყავთ, ან ოჯახი... სიმართლე გითხრათ, ძალიან მეცოდება ახალგაზრდა ჟურნალისტები, მოწამლული ტვინებით როგორ უნდა იცხოვრონ? კრიტიკა საჭიროა და მეც კი მინდა, რაღაც ჩემი კრიტიკული მოსაზრება გამოვთქვა, მაგრამ ეს კრიტიკა აღარ არის, არ ვიცი რა ჰქვია ამას - უზრდელობა, გაუნათლებლობა... კრიტიკა რომ საჭიროა დემოკრატიისთვის, ვინ გვასწავლიან, ეგენი? კრიტიკა საჭიროა, ოღონდ, ჯანსაღი. ბერა გაიქცაო... სასაცილოც აღარაა.

ბერა ხან ამერიკაშია, სადაც სტუდია აქვს, ხან - სად, თავისთვისაა და შეეშვან, რა! ადამიანები არ არიან? დაანებონ თავი, ეს ბიჭი საერთოდ იღებს ხმას? ჰგონიათ, ეს რეიტინგს მოუტანთ? გაოცებას ვარ... ძალიან ცუდი სიტუაციაა, აგრესია იღვრება ტელევიზიებიდან და ჩვენზე ამბობენ, აგრესიულები არიანო. გააგიჟეს და გაასულელეს ხალხი. მათ ლაპარაკს რომ ვუსმენ, მგონია, 2007 წელია და მე ვზივარ და ვლაპარაკობ. ერთი-ერთში იმეორებენ იმას, რასაც ჩვენ 2007-2008-2009-2010-ში ვლაპარაკობდით, საოცრებაა, რა! ახლანდელ და მაშინდელ სიტუაციას შორის განსხვავებას თუ ვერ ხედავენ, კარგად ყოფილა საქმე.

- გუშინდელ აქციაზე იყავით? ითქვა, რომ ეს შეკრება ერის მეტად გახლეჩას ემსახურება, თანაც, რატომ მაინც და მაინც 9 აპრილი?

- აქციაზე არ ვყოფილვარ, განა იმიტომ, რომ პროტესტი არ მქონდა. მგონი, ხალხმა აღარ მიაქცია ყურადრება რა დღე იყო. უბრალოდ, რასაც გადავხედე, იქ ნამდვილი ადამიანები იყვნენ გამოსულები, რომელთაც პროტესტი აქვთ და სახლში ჯდომა უკვე აღარ შეუძლიათ, ეტყობა, გამოვარდნენ. ამ ეტაპზე, მე პირადად, ამის საჭიროებას არ ვთვლიდი, მაგრამ, ეტყობა, დაგროვდა რაღაცა და გამოვიდნენ, პროტესტის გამოხატვა უნდოდათ.

- პროტესტი მხოლოდ მედიისა და ოპოზიციის მიმართ... სხვა ყველაფერი რიგზეა?

- გუშინ ავრცელებდნენ, კრიტიკული მედიის დახურვა უნდათო. მედიის დახურვა არავის უნდა, ეს რა კითხვაა, საერთოდ? როგორ შეიძლება მედიას ვინმე შეეხოს, მაგრამ მედიას ხომ უნდა ჰქონდეს ოდნავი ნამუსი, სინდისი, წესიერება და ადამიანობა? შეიძლება ქვეყანაში არ იყოს სახარბიელო მდგომარეობა, მაგრამ რატომ ამძაფრებ ამას? როცა ავად ხარ და ყოველ დღე გიძახიან - ავად ხარ, ავად ხარო, ხომ უფრო ავად ხდები? ხომ შეიძლება 10 სიუჟეტიდან 9 ცუდი იყოს და ერთი მაინც პოზიტიური?

- ხელისუფლების მიმართ საერთოდ არ გაქვთ პრეტენზია?

- იცით რა, ხელისუფლების რაღაცა მომწონს, რაღაცა - არა, საერთოდ არ ვიცი, ვინ არიან, მათი გვარებიც არ ვიცი, მაგრამ გამოდიან და გაწონასწორებულები საუბრობენ. მე ამ დროს ვადარებ იმ დროს, რომელშიც ვიყავი, როცა აქციის მერე ჩემს მეგობარს ტროტუარს აქეთ სცემდნენ, მეორე მხარეს მის შვილს სცემდნენ და ერთმანეთს აყურებინებდნენ. მე ასეთი რაღაცეები მაქვს ნანახი. იმის მაგივრად, ამ ხელისუფლებას დაუფასო, რომ 9 წელი ომი არ ყოფილა, მშვიდობაა და ესაა მთავარი ქვეყნის განვითარებისთვის, 9 წლიანი სიმშვიდე რომ გაქვს და არჩევნების ციკლი არ აირევა, ლანძღავ და აგინებ? ესაა დემოკრატია, ევროპა და ამერიკა. ეს ასე უნდა მოხდეს და ის, რომ ვიღაცა 4 ადამიანი პარლამენტში ვერ შევიდა, ქვეყანამ არ უნდა ზიდოს ეს ტვირთი.

"სადაც წყალი უნდა ჩასულიყო, დახურული იყო პოლიეთილენის პარკებით" - კალაძე განმარტავს, რამ გამოიწვია დიღომის დატბორვა

კახი კავსაძე საზოგადოებამ თეატრიდან ტაშით გააცილა - მსახიობის გამოსვენების კადრები

რუსთაველის თეატრში, სადაც კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, ბიძინა ივანიშვილი მივიდა