ავტორი:

"სადაც წყალი უნდა ჩასულიყო, დახურული იყო პოლიეთილენის პარკებით" - კალაძე განმარტავს, რამ გამოიწვია დიღომის დატბორვა

"სადაც წყალი უნდა ჩასულიყო, დახურული იყო პოლიეთილენის პარკებით" - კალაძე განმარტავს, რამ გამოიწვია დიღომის დატბორვა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საბურთალოს რაიონში უხვი ნალექმა ჩამოიტანა ნაგავი, რომელმაც სანიაღვრე სისტემას პრობლემა შეუქმნა.

როგორც კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვისას აღნიშნა, უხვმა ნალექმა მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. მისივე თქმით, ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სამუშაოები.

"პრობლემები ძირითადად იყო საბურთალოს რაიონში, კერძოდ, დიდ დიღომში და სოფელ დიღომში. კერძო სახლები დაიტბორა. მძიმე სიტუაცია იყო იმ თვალსაზრისით, რომ უხვი ნალექი მოვიდა, რამაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა ადამიანებს.

მიმდინარეობს სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით. ბევრი ზარი შემოვიდა და რა თქმა უნდა, არცერთი ზარი არ რჩება რეაგირების გარეშე. ახლაც მიმდინარეობს შეხვედრები.

ადგილზე არსებულ სანიაღვრე სისტემას შეექმნა პრობლემები, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ უხვმა ნალექმა ჩამოიტანა ნაგავი, რომელმაც გატარების თვალსაზრისით სანიაღვრე სისტემას პრობლემა შეუქმნა. პრობლემები შეიქმნა იმის გამო, რომ სადაც წყალი უნდა ჩასულიყო, დახურული იყო პოლიეთილენის პარკებით და ქვა-ღორღით“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისში, დიდ დიღომში უხვმა ნალექმა გუშინ პრობლემები შექმნა. დაიტბორა გზები, ტერიტორიაზე შეზღუდული იყო ავტომობილების გადაადგილება.

ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.

ჩემპიონთა ლიგისთვის ჩასული გიორგი შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს, მან ღამე აეროპორტში გაათენა - "ამ სკამზე ეძინა..."

"მამაოები ჩამოვიდნენ ნასვამები იყვნენ, მრევლის ჩამოვიდა.. იყო ხელით გაწევ-გამოწევაც" - რას ჰყვება ივერი მელაშვილი გარეჯში მომხდარ თავდასხმაზე?

"თუ 60-70% იქნება ვაქცინირებული, აღარ დაგვჭირდება გარე სივრცეებში პირბადე, შეგვეძლება ისევ შევიკრიბოთ მეგობრები" - ამირან გამყრელიძე