ავტორი:

"არ ვიცი პანიკას ავყევი და ამიტომ გამიჭირდა, თუ მართლა საზიზღარი ვირუსია... გაფრენის პირას ვარ" - რას წერს ინფიცირებული ნუკი კოშკელიშვლი კლინიკიდან?

"არ ვიცი პანიკას ავყევი და ამიტომ გამიჭირდა, თუ მართლა საზიზღარი ვირუსია... გაფრენის პირას ვარ" - რას წერს ინფიცირებული ნუკი კოშკელიშვლი კლინიკიდან?

ცნობილი ტელესახე ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ამჟამად მეუღლესთან და შვილთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს, კორონავირუსითაა ინფიცირებული. ნუკი თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ "ინსტაგრამზე“ გამომწერებს ხშირად უზიარებს ინფორმაციას.

ამჯერად ნუკი კლინიკიდან ფოტოს აქვეყნებს და წერს:

"დღეს მე-11 დღეა და უკვე კარგად ვართ. იცით, არ ვიცი პანიკას ავყევი და ამიტომ გამიჭირდა ასე ამ ვირუსთან თანაცხოვრება ეს დღეები თუ მართლა საზიზღარი ვირუსია, ვერ გეტყვით. არ მინდა “გავაპისტიაკო”, მაგრამ დედას გეფიცებით ჩვეულებრივი გრიპის დროს ბევრად უარესად ვყოფილვარ, ეს რომ ვიცოდი რომ კოვიდი და ვაიმე, ვუიმე, ამიტომ ვიყავი პანიკაში და დავიწყე ზედმეტი გადამოწმებები და გვანერვიულეს მეც და ბენიც, ხან რა გვეირდა და ხან რა.. მაგრამ საბოლოო ჯამში არც არაფერი...

ალბათ კოვიდი რომ არა არც მივაქცევდით ყურადღებას. ვირუსი მოიტანა სახლში ბენმა სამსახურიდან, იკაცა და არ აიცრა, ერთი წელი გავქაჩე რაღა ახლა დამემართებაო და აჰა! დაეწყო გულის რევა და გვეგონა მოწამლული (ღვინოს ვწრუპავდით და დავაბრალეთ) მეორე დღეს საშინელ ნაბახუსევზე გაიღვიძა, ცოტა კი გაგვიკვირდა ასე ორ ჭიქაში რატომ კვდება ასე თქო, მაგრამ იქნებ ცუდი ღვინო იყო. სამსახურში სულ უტარებენ ტესტირებას და დილასვე დამირეკა დავიღუპეთო..

ძალიან სასაცილო პანიკაში ჩავარდა. პირველი ორი დღე ჩაკეტილი მყავდა საძინებელში და მე არ მიდასტურდებოდა, მერე ბავშვს დაეწყო სიცხე და ხელი ჩავიქნიე, ბავშვს ვეღარ ჩავკეტავდი ვერსას. მე-3 დღეს მეც დამიდასტურდა. პირველი დღეები ყველას მაღალი სიცხე გვქონდა, ბავშვს განსაკუთრებით, თუმცა მესამე დღეს ჩვეულებრივად ვითომც არაფერი წამოხტა და გააგრძელა ცელქობა.

მე და ბენს უფრო გაგვეწელა, ხველება, სიცხე, საოცარი დაღლილობის შეგრძნება და სრულად დაკარგული ყნოსვა და გემო არის ჩემი შედეგი. ახლა მგონი პირველი დღეა, რაც აზრზე მოვედით და მოვყოჩაღდით. მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამო (ბენის, თორე ჩემი ნება რომ იყოს..) სახლიდან საერთოდ არ გავსულვართ, ვინმესთვის რომ არ გადაგვედო.

დედას გეფიცებით, გაფრენის პირას ვარ, სუფთა ჰაერი ისე მომენატრა... ძალიან გრძელი პოსტი გამოვიდა, რომ დავიწყო ახლა, იმ საავადმყოფოს თავგადასავლების მოყოლა. ამიტომ დროს არ წაგართმევთ, ახლა კარგად ვართ და ეს არის მთავარი. გაუფრთხილდით თავს აუცილებლად, ძალიან ვამაყობდი რომ წელიწადზე მეტია ეს ვირუსი არსებობს და მე არ შემხვდა თქო. იმედი მაქვს თქვენ ბოლომდე იამაყებთ. ვინ როგორ გადაიტანეთ? იძახიან ყველას სხვა და სხვა სიმფტომები აქვსო.. ჯანმრთელობას გისურვებთპ.ს ეჭვიც ხომ არ გეპარებათ რეკლამას რომ ჩავაკვეტებდი. ორშაბათიდან ბრუნდება წითელი, ნიუდი და კიდევ ახალი ფერები არ გამოტოვოთ" - წერს ნუკი კოშკელიშვილი.

"დიდი დრო დასჭირდა, თუმცა, მთავარია, რომ შეძლო ამაზე საუბარი... უნდა თქვათ, უნდა ამოიღოთ ხმა" - რას წერს რუსკა მაყაშვილი დის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ

"მეხანძრეებმა გადაგვარჩინეს მოსალოდნელი აფეთქებისაგან, რასაც უეჭველად მოჰყვებოდა აღუწერელი ტრაგედია!" - რას წერს ფიროსმანის ქუჩის მაცხოვრებელი

"ჩვენი 15 - კაციანი დაბადების დღე გახადეს სალაპარაკო" -  რას წერს სოფო ბედია გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ხალხმრავალ დაბადების დღეზე იმყოფებოდა