ავტორი:

"სააკაშვილის ჩამოსვლა დაგვხატავდა" - ემზარ კვიციანი

"სააკაშვილის ჩამოსვლა დაგვხატავდა" - ემზარ კვიციანი

ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მაგრამ პარტიებზე გული მაქვს აცრუებული. გთხოვთ ყველას, ვინც უჩემოდ დაიწყეთ, გააგრძელეთ უჩემოდ! - წერს ყოფილი დეპუტატი ემზარ კვიციანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

"ღმერთმა ყველას ხელი მოგიმართოთ! რამდენსაც შევძლებ მოვითმენ, იქნებ ამასობაში მეტი ხალხი მოეგოს გონს და მიხვდნენ სათავეს უბედურებისა.

უბედურების სათავეს რომელი პარტიაც გაურბის, ყველა მართულია იმ უბედურების სათავიდან. ისინი სიკეთეს ვერ მოუტანენ ჩვენს ქვეყანას. თუ სწორად მოაზროვნე ხალხი საკმარისად შევიკრიბებით, შევქმნათ ორგანიზაცია "რეგიონები დედაქალაქის შესანარჩუნებლად"და დავიწყოთ ნამდვილი ბრძოლა თავისუფლებისთვის, სხვაგვარად სამუდამო უტოპიაში ვართ. დიდება ღმერთს!

პ.ს. ისე სააკაშვილის ჩამოსვლა დაგვხატავდა, მაგრამ იცის მტერმა, მაგის ჩამოთრევით შეიძლება გავერთიანდეთ საერთო მტრის წინააღმდეგ და ამიტომაც არ ჩამოათრევენ!" - წერს კვიციანი.

"რაც საფეხბურთო მოედანზე ვნახეთ, შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილას" - რას წერს ნანა გეეგჭკორი კრისტიან ერიკსენის შემთხვევაზე?

"შეიძლება გამოიწვიოს გაბრუება, თავბრუსხვევა, გონების კარგვა, კომა..." - რას წერს ნარკოლოგი საქართველოში გამოჩენილ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე?

"ურწმუნო თომებისთვის, ვისაც ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლებოდა “ახლობლობის” გარეშე გახარიას ბიზნესომბუდსმენად დანიშვნა" - გია ხუხაშვილი