ავტორი:

ვითარება დონბასში - უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10-ჯერ დაარღვია - დაიღუპა ერთი ჯარისკაცი

ვითარება დონბასში - უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10-ჯერ დაარღვია - დაიღუპა ერთი ჯარისკაცი

რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10-ჯერ დაარღვიეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის დილის მოხსენებაშია აღნიშნული.

"მტრის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ერთმა სამხედრო მოსამსახურემ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. დაიჭრა კიდევ ერთი ჯარისკაცი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომაროება საშუალო სიმძიმისაა“, - აღნიშნულია მოხსენებაში.

შტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი 82 მმ კალიბრის ნაღმტყორცნებიდან, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან, ყუმბარმტყორცნებიდან და მცირეკალიბრიანი იარაღიდან გახსნეს.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებს უკრაინელმა ჯარისკაცებმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

მზის დაბნელების შთამბეჭდავი ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან

UEFA-მ უკრაინას, რუსეთის საჩივრის საფუძველზე, ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთელების მაისურის დიზაინის ნაწილობრივ შეცვლა დაავალა

ლატვიელი დეპუტატი, შინაგან საქმეთა ექსმინისტრი, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის 43 ეპიზოდში ამხილეს