ავტორი:

UEFA-მ უკრაინას, რუსეთის საჩივრის საფუძველზე, ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთელების მაისურის დიზაინის ნაწილობრივ შეცვლა დაავალა

UEFA-მ უკრაინას, რუსეთის საჩივრის საფუძველზე, ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთელების მაისურის დიზაინის ნაწილობრივ შეცვლა დაავალა

უკრაინას უეფამ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მაისურების დიზაინში ცვლილების შეტანა დაავალა. როგორც apnews.com წერს გადაწყვეტილება რუსეთის საჩივრის საუძველზე მიიღეს, რითაც საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილეს.

რუსეთი მოითხოვდა, რომ უკრაინას ამოეღო სლოგანები და ქვეყნის რუკის კონტური მაისურის დიზაინიდან. რუკაზე უკრაინის ტერიტორიის შემადგენლობაში შედის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, რამაც რუსეთის გაღიზიანება გამოიწვია.

UEFA-ს გადაწყვეტილების მიხედვით, უკრაინის მაისურზე დარჩება რუკა, ვინაიდან საერთაშორისო სამართალი აღნიშნულ ტერიტორიას უკრაინის ნაწილად მიიჩნევს, თუმცა მაისურზე დატანილი ორი სლოგანიდან ერთ-ერთი - "დიდება გმირებს“ უნდა ამოიღონ, რაც შეეხება "დიდება უკრაინას“ უეფა მიიჩნევს, რომ ამ სლოგანის დატოვება შესაძლებელია.

ცნობისთვის, უკრაინის ეროვნული საფეხბურთო საფეხბურთო ნაკრების ფორმებთან დაკავშირებით რუსმა პოლიტიკოსებმა აღშფითება გამოთქვეს. მათ შორის, კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ. მისი თქმით, ის, რაც მაისურებზეა დატანილი, "შეუძლებელ ილუზიას“ ქმნის. მისივე თქმით, სლოგანი - "დიდება უკრაინას“, ნაციონალისტურია.

ძლიერი წვიმა და მეწყერი იაპონიაში - გარდაცვლილია 2 ადამიანი, 20-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება

კვიპროსი საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებას სთხოვს - "მსგავსი რაოდენობისა და სიძლიერის ხანძრები აქამდე არასოდეს ყოფილა"

50 გრადუსი სიცხე და 500-მდე გარდაცვლილი ადამიანი - კანადაში ხანძრის 130-ზე მეტ კერას ებრძვიან