ავტორი:

"პუტინმა უნდა იცოდეს თავისი ქმედებების ფასი" - მანფრედ ვებერი მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას

"პუტინმა უნდა იცოდეს თავისი ქმედებების ფასი" - მანფრედ ვებერი მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას

ევროპარლამენტში “ევროპის სახალხო პარტიის“ ფრაქციის თავმჯდომარე, მანფრედ ვებერი მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის საზღვრებთან სიტუაცია გამწვავდება.

ვებერის თქმით, სანქციები შესაძლოა, მოიცავდეს ისეთ ზომებს, როგორიცაა ოლიგარქების ანგარიშების გაყინვა და რუსეთის გამოთიშვა საერთაშორისო გადახდის სისტემა SWIFT-გან.

“ევროპის სახალხო პარტიის” ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა კრემლს უნდა აჩვენონ, თუ რა ელოდება რუსეთის ფედერაციას, თუ იგი გააგრძელებს სიტუაციის ესკალაციას ან ჯარების განლაგებას აღმოსავლეთ უკრაინაში.

"დოზირებული სანქციების დრო გავიდა. პუტინმა უნდა იცოდეს თავისი ქმედებების ფასი”, - აღნიშნა ვებერმა.

ვინ არის ვაზილ ჰუდაკი, რომელიც პრემიერმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში მრჩევლად დანიშნა და რა აკავშირებს საქართველოსთან

ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩეველი წარადგინა

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი