ავტორი:

პატრიარქი ელისაბედ II-ს მეუღლის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს - "ვლოცულობთ პრინც ფილიპეს უკვდავი სულისათვის "

პატრიარქი ელისაბედ II-ს მეუღლის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს - "ვლოცულობთ პრინც ფილიპეს უკვდავი სულისათვის "

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მის უდიდებულესობა ელისაბედ II-ს პრინც ფილიპეს გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს. სამძიმრის წერილს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

"თქვენო უდიდებულესობავ, საქარველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით მიიღეთ სამძიმარი მეუღლის, მისი სამეფო უმაღლესობის, ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპეს გარდაცვალების გამო.

პრინც ფილიპეს სახით, ათწლეულების მანძილზე თქვენ გყავდათ თქვენი ფრიად საპატიო ჯვრის ღირსეული და ერთგული თანამტვირთველი.

თქვენი სამეფო ოჯახისა და გაერთიანებული სამეფოს მწუხარებას, რომელსაც იზიარებს მთელი მსოფლიო, ვუერთდებით ჩვენც.

ვლოცულობთ პრინც ფილიპეს უკვდავი სულისათვის და ამასთან, შევთხოვთ ღმერთს, მოგანიჭოთ მხნეობა და სულიერი ძალა თქვენი სამეფო ოჯახისა და თქვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

საპატრიარქო "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დავით ნარმანიამ სემეკ-ის 2020-2021 წლების საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

"ნიუ ჰოსპიტალსში” ჩატარებული პროცედურის შედეგად, იშემიური ინსულტის მქონე პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა