ავტორი:

"ნიუ ჰოსპიტალსში” ჩატარებული პროცედურის შედეგად, იშემიური ინსულტის მქონე პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა

"ნიუ ჰოსპიტალსში” ჩატარებული პროცედურის შედეგად, იშემიური ინსულტის მქონე პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა

"ნიუ ჰოსპიტალსში“ წარმატებით ჩატარდა თავის ტვინის სისხლძარღვში განვითარებული თრომბის ექსტრაქციის (გამოღების) პროცედურა, რის შედეგად 75 წლის პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა. პაციენტს მეტყველების დარღვევა და მარჯვენამხრივი ჰემიპარეზი (ზემო და ქვემო კიდურების მოძრაობის შეზღუდვა) კლინიკაში შემოსვლამდე ერთი საათითადრე განუვითარდა. ზემოხსენებული სიმპტომები ინსულტის ნიშნებს წარმოადგენს.

მიმღებ განყოფილებაში შემოყვანისთანავე პაციენტს ჩაუტარდა კვლევები და დაუდგინდა კომბინირებული მარცხენა შიგნითა საძილე არტერიისა და მარცხენა შუა არტერიის მწვავე თრომბოზი; აგრეთვე, მარცხენა შიგნითა საძილე არტერიის შევიწროება.

პაციენტთან დროულად (სიმპტომების განვითარებიდან 5 საათში)შესრულდა ტექნიკურად რთული თრომბექტომია ჯერ შიგნითა საძილე არტერიიდან, შემდგომ ტვინის შუა არტერიიდან. ასევე, შესრულდა შიგნითა საძილე არტერიის სტენოზის ბალონოპლასტიკა. მაღალტექნოლოგიური ჩარევის შედეგად პაციენტს სრულად აღუდგა მეტყველება და მოძრაობა კიდურებში.

კლინიკის ნევროლოგიური განყოფილებაში გატარებული სულ რამდენიმე დღის შემდეგ, პაციენტი გაეწერაბინაზე პრაქტიკულად გამოჯანმრთელებული, ნევროლოგიური დეფიციტის და უნარშეზღუდვების გარეშე. კლინიკის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ნეიროქირურგ ცოტნე ჩხიკვიშვილს, ნევროლოგების გუნდს თემურ მარღანიას, ხათუნა სიჭინავას, თეკა მაისურაძეს და პაციენტის მართვაში ჩართულ ყველა თანამშრომელს რთული შემთხვევის წარმატებით მართვისთვის. ზემოხსენებული წარმატება განაპირობაარა მხოლოდ კლინიკის ნევროლოგიური და ნეიროქირურგიულიგანყოფილებების პროფესიონალიზმმა, არამედ „ნიუ ჰოსპიტალსის“მიმღები, რადიოლოგიური და ანესთეზიოლოგიური განყოფილებების, კათეტერიზაციის ლაბორატორიის და საექთნო პერსონალის სწრაფმა რეაგირებამ და შეთანხმებულმა მუშაობამ.

ინსულტი ვერაგი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება მაღალი სიკვდილობითა და გართულებებით, როგორიცაა მოძრაობის მუდმივი შეზღუდვა და კოგნიტური ფუნქციის დაქვეითება. იშემიური ინსულტის მიზეზი თავის ტვინის სისხლძარღვში განვითარებული თრომბია. მედიკამენტოზური მკურნალობის ერთადერთ მეთოდად, რომელიც აუმჯობესებს იშემიური ინსულტის მქონე პაციენტის გამოსავალს მიჩნეულია თრომბის დაშლა - თრომბოლიზისი სპეციალური მედიკამენტების მეშვეობით. ასევე, თრომბის სპეციალური კათეტერებისა და ხელსაწყოების დახმარებით სპეციალური განათლების მქონე ნეიროქირურგის მიერ მექანიკურადგამოღება - ექსტრაქცია ან ამოკვეთა - თრომბექტომია.

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მონაცემების თანახმად წლიურად მოსალოდნელია ინსულტის 6100 შემთხვევა და აქედან იშემიური ინსულტის - 3330 შემთხვევა. პაციენტის გადარჩენაში საკვანძოა დროული მიმართვა ინსულტის ცენტრის მქონე დაწესებულებაში. ამისათვის საჭიროა ინსულტის სამი ნიშნის დროული ამოცნობა, სასწრაფოს ბრიგადის დაუყოვნებლივ გამოძახება და პაციენტის მიზნობრივადიმ კლინიკებში გადაყვანა სადაც ფუნქციონირებს ინსულტის ცენტრი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მძიმე უნარშეზღუდულობის ან სიკვდილის რისკს.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიური განყოფილება, რომელიც პ. სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტის ბაზაზეა შექმნილი, დაკომპლექტებულია გამოცდილი ექიმებითდა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით. 2017 წლიდან კლინიკაში ფუნქციონირებს სპეციალიზირებული ინსულტის ცენტრი, რომლის გუნდიც 24 საათის განმავლობაში მზად არის ინსულტის თანამედროვე სტანდარტით მკურნალობისთვის. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიური მომსახურების სფეროები მოიცავს მოძრაობის დარღვევების, ეპილეფსიის, ნეირო-ინფექციური, ნეირო-კუნთოვანი და ცერებროვასკულური დაავადებების მკურნალობას. ასევე, ნეირო-რეაბილიტაციის პროცედურებს, ავტონომიურ, ქცევით, ბავშვთა და მოზარდთა ნევროლოგიას.

R

საპატრიარქო "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დავით ნარმანიამ სემეკ-ის 2020-2021 წლების საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

"გვინდა, კრემაციის გარეშე შევძლოთ დედაჩემის გადმოსვენება" - საბერძნეთში გარდაცვლილი ქართველი ქალის ოჯახი დახმარებას ითხოვს