ავტორი:

საქართველოში ჯანსაღ და ეკოპროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება - რატომ უნდა გავხდეთ ბიოპროდუქტის მომხმარებლები?

საქართველოში ჯანსაღ და ეკოპროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება - რატომ უნდა გავხდეთ ბიოპროდუქტის მომხმარებლები?

გარემოს დაბინძურება დღევანდელ სამყაროში სიცოცხლისთვის საშიში ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 9 მილიონამდე ადამიანის ნაადრევ სიკვდილს იწვევს. ამიტომ მსოფლიოში ქიმიურ სასუქებსა და პესტიციდებზე დამოკიდებული ტრადიციული ფერმერობისადმი ნეგატიური დამოკიდებულება იზრდება. დღეს, როგორც არასდროს, ადამიანებს აღელვებთ ის, თუ რამდენად ჯანსაღ საკვებს მიირთმევენ. ეს ეხება არა მხოლოდ საკვებს, არამედ თავის მოვლის საშუალებებს, მედიკამანტებს და ყოველდღიური გამოყენების სხვადასხვა პროდუქციას.

საფრთხეების გაანალიზების შედეგად, მსოფლიო მასშტაბით ბიო, ორგანულ, ვეგანურ, უგლუტენო, ულაქტოზო პროდუქციაზე მოთხოვნა იმატებს. განსაკუთრებით პოპულარული ხდება პროდუქცია მწვანე ნიშნებით, რაც მის ეკოლოგიურ სისუფთავეს მიანიშნებს.

თუ გასული საუკუნე ინდუსტრიული, მასიური წარმოების პერიოდი იყო, 21-ე საუკუნეში უფრო აქტუალური ხდება მცირე ზომის საწარმოები. ისინი აქცენტს არა წარმოების მასშტაბზე, არამედ მის ხარისხზე აკეთებენ. ბიომეურნეობაში არ გამოიყენება ქიმიური პრეპარატები, სასუქები და სხვა მსგავსი ნივთიერებები ან მეთოდები, რომლებიც უარყოფითად აისახება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. ორგანული კვების პროდუქციის წარმოება განსაკუთრებულად იზრდება ევროპაში. ბიობაზრის მკვლევარების მონაცემებით, ბიოპროდუქტების ვაჭრობის მოცულობა მომდევნო 10 წლის მანძილზე კიდევ უფრო მკვეთრად გაიზრდება.

ხარისხიანი პროდუქცია ნიშნავს ჯანმრთელობას, უხარისხო პროდუქცია კი გრძელვადიან პერსპქეტივაში ჯანმრთელობის მდგომარეობას აუარესებს. ეს უკანასკნელი საბოლოოდ დიდ ზარალთანაა დაკავშირებული. ამიტომ ამ თემას არ უნდა შევხედოთ მხოლოდ იმ ჭრილში, თუ რას ვჭამთ ჩვენ დღეს. საკითხი უფრო ფართო კუთხით და გრძელვადიან პერსპექტვაში უნდა განვიხილოთ.

ბევრ ქვეყანაში ეკოპროდუქციისთვის მარკეტებში ცალკე, თვალსაჩინო კუთხეა გამოყოფილი. თუმცა არსებობენ სავაჭრო ობიექტებიც, რომლებიც მომხმარებელს მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ პროდუქციას სთავაზობენ. ამ მიმართულებით მსოფლიო ლიდერია ბრიტანული ბრენდი Holland and Barrett, რომელსაც 150 წლიანი ისტორია აქვს. საინტერესოა, რომ Holland and Barrett საქართველოში უკვე მეხუთე წელია, წარმოდგენილია და ახლახან თბილისში, ბახტრიონის ქ. #11ბ-ში მისი მესამე მაღაზია გაიხსნა. პანდემიის პერიოდში, მომხმარებლის სურვილის გათვალისწინებით შეიქმნა ვებგვერდიც, რომელიც ონლაინ მაღაზიასა და ჯანსაღი ცხოვრების შესახებ საინტერესო და აქტუალურ მასალებს აერთიანებს.

როგორც მაღაზიებში, ისე ვებგვერდის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს სხვადასხვა კატეგორიის პროდუქცია, რომელიც ჯანსაღი ცხოვრებისთვის არის საჭირო. მათ შორისაა: სამკურნალო საშუალებები (ვიტამინები, მინერალები, მცენარეული სამკურნალო საშუალებები და საკვები დანამატები), ჯანსაღი საკვები და ტკბილეული, ნატურალური კოსმეტიკა და თავის მოვლის საშუალებები. Holland and Barrett-ის მაღაზიის ლოიალური მომხმარებლები არიან არა მხოლოდ ჯასნაღი კვებისა და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულები, არამედ ისინიც, ვინც სპეციალურ კვებაზე იმყოფებიან. ესენი არიან: ვეგეტარიანელები და ვეგანები, გლუტენის, ლაქტოზას აუტანლობის მქონე პირები, კეტო და ცილოვან დიეტაზე მყოფები.

„Holland & Barrett ეთიკური ბიზნესია და ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობასა და გარემოზე, ჩვენი პლანეტის კეთილდრეობაზე. მომხმარებლები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან, თუ რა გავლენას ახდენს ჩვენს მიერ გაყიდული პროდუქტები გარემოზე. პლანეტისადმი ჩვენი ერთგულების ნაწილი ნიშნავს ჩვენი პოლიტიკის მუდმივ გადახედვას და პროცესს იმის უზრუნველასყოფად, რომ ყოველთვის სწორად ვიქცევით,“ - აცხადებენ Holland & Barrett-ის საქართველოს წარმომადგენლობაში.

რაც შეეხება თავის მოვლის საშუალებებს, აუცილებლად უნდა დააკვირდეთ, რომ პროდუქცია სრულად ბუნებრივი ინგრედიენტებით იყოს დამზადებული. აღნიშნულის შესახებ ნათლად უნდა იყოს მითითებული შეფუთვაზე. ქიმიური ინგრედიენტებით დამზადებულ კოსმეტიკასა და თავის მოვლის საშუალებებს მომენტალური შედეგი ახასიათებს. თუმცა საბოლოოდ ადამიანისთვის ზიანი უფრო მეტი მოაქვს, ვიდრე -სარგებელი. სწორედ ამიტომ Holland and Barrett-ში წარმოდგენილი თავის მოვლის საშუალებების თითოეული ბრენდი გადის მკაცრ შემოწმებას, რომ სტანდარტები დააკმაყოფილოს. კონტროლის პროცესში მოწმდება, რომ პროდუქცია არ შეიცავდეს ისეთ მავნე ნივთიერებებს, როგორიცაა SLS/SLES, Parabens, Microbeads, GM, Irradiated ingredients.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ქართულ საზოგადოებაში წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება ცნობიერება ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობის შესახებ და შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა როგორც ეკო საკვებ პროდუქციაზე, ისე ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებზე.

ჯანსაღი პროდუქტების მომხმარებლები ხშირად აღნიშავენ, რომ ისინი არიან უფრო ენერგიულები, უფრო მხიარულები და რაც მთავარია, უფრო ჯანმრთელები, ვიდრე ადრე იყვნენ. ჯანსაღ კვებასთან ერთად, არ დაგავიწყდეთ ჯანსაღი ცხოვრების წესიც:

  • ვარჯიში დიდი ენერგიით აგავსებთ მაშინაც კი, როცა დაღლილი ხართ.
  • მჯდომარე ცხოვრების წესი ნაადრევი სიკვდილის შანსს ზრდის.
  • ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა ისეთივე მავნეა, როგორც მწეველობა.
  • ახალი ენის სწავლა ან მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ტვინისთვის მნიშვნელოვანი ვარჯიშია.
  • კითხვა სტრესის ჰორმონს 68%-ით ამცირებს.
  • მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან პოზიტიური ურთიერთობა იმუნიტეტს აძლიერებს.

როგორ ავითარებს მაკდონალდსი ეკონომიკას და კვების ინდუსტრიას საქართველოში

რა არის გლუტენი, რომელსაც ძალიან ბევრი საკვები პროდუქტი შეიცავს და რატომ არის ის მავნე?

სახლის აქსესუარები საკუთარი ხელით - ახალი ვლოგი „სახელოსნო“ ბევრ საინტერესო პროექტს გთავაზობთ