ავტორი:

ჩინეთის CDC-ის დირექტორის თქმით, ინფორმაცია, თითქოს მან აღიარა, რომ "კოვიდის" საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინები ნაკლებეფექტიანია, "სრული გაუგებრობაა"

ჩინეთის CDC-ის დირექტორის თქმით, ინფორმაცია, თითქოს მან აღიარა, რომ "კოვიდის" საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინები ნაკლებეფექტიანია, "სრული გაუგებრობაა"

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ზოგიერთი მედიასაშუალებისა და უცხოური სოციალური მედიაპლატფორმების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს მან აღიარა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინას დაცვის დაბალი მაჩვენებელი აქვს, უარყოფს.

მისი თქმით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სრული გაუგებრობა იყო.

"გლობალ თაიმსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი გაო ფუ ამბობს, რომ მსოფლიოში მეცნიერები ვაქცინის ეფექტიანობაზე მსჯელობენ და მან მეცნიერებს შესთავაზა სამეცნიერო ხედვა, რომ ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, ვაქცინაციის პროცედურების კორექტირება და სხვადასხვა ტიპის ვაქცინების თანმიმდევრული კვლევა შეიძლება იყოს ერთ-ერთი გამოსავალი.

"მსოფლიოში ყველა ვაქცინის დაცვის მაჩვენებლები ზოგჯერ მაღალია და ზოგჯერ დაბალი. როგორ გავაუმჯობესოთ მათი ეფექტიანობა, ეს არის ის საკითხი, რომელიც უნდა განიხილონ მსოფლიოს მეცნიერებმა. ამ თვალსაზრისით, მე ვფიქრობ, რომ შეგვიძლია განვიხილოთ ვაქცინაციის პროცესის კორექტირება, როგორიც არის დოზების რაოდენობა, ინტერვალები და თანმიმდევრული მიღება“, - განაცხადა ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა.

გაო ფუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რადგან პირველად ხვდება ადამიანი COVID-19-ს, როცა საქმე ვაქცინაციას ეხება, ბევრი სამეცნიერო პრობლემაა შესასწავლი.

"ასევე პირველი შემთხვევაა, როცა ადამიანები აიცრნენ ახალი კორონავირუსის ვაქცინით. ვაქცინაციის ყველა პროცედურა, რომელიც დღემდე მივიღეთ, ეფუძნებოდა სხვა ვირუსის ვაქცინების ინოკულაციის წინა ექსტრაპოლაციებს და ამ ექსტრაპოლაციამ საკმაოდ კარგად იმუშავა, მაგრამ მომავალში, თუ გაუმჯობესება დაგვჭირდება, შეგვიძლია კორექტირება მოვახდინოთ ახალი კორონავირუსის მახასიათებლებზე და ვაქცინაციის მდგომარეობაზე“, - განაცხადა გაო ფუმ.

"თუ ვაქცინის შემუშავების ტრადიციულ გზას გავყვებოდით, ვაქცინა ერთ წელიწადში არ გვექნებოდა, მაგრამ მთელ მსოფლიოში მეცნიერებმა COVID-19-ის ვაქცინები შეიმუშავეს რამდენიმე თვის განმავლობაში, რაც მსოფლიოში პირველად ხდება. არსებობს მრავალი სამეცნიერო კითხვა, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია”, - აღნიშნა გაო ფუმ.

"ჯანმო-ს მოთხოვნა COVID-19 ვაქცინის ეფექტურობაზე 50 პროცენტი ან მეტია, მსოფლიოში ვაქცინების უმეტესობისთვის კვალიფიციური ბარიერი კი, რომლის დაახლოებით 70 პროცენტია. ჩინეთმა გამოაქვეყნა სახელმძღვანელო პრინციპების პირველი გამოცემა COVID-19-ის ვაქცინაციის შესახებ და ამჟამად ეს საუკეთესო მეთოდია“, - განაცხადა ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა.

თუ აშშ და ნატო რეალურად ჩაერევიან უკრაინისა და ტაივანის კონფლიქტებში, შესაძლოა მსოფლიო მესამე ომის ზღვარზე აღმოჩნდეს - გადაიქცევა თუ არა 2021 წელი ორუელურ "1984“-ად?"

"იმუქრებიან, რომ მას ძალით აჭმევენ" - ნავალნის თანაგუნდელების თქმით, პოლიტიკოსმა შიმშილობით 15 კილოგრამი დაიკლო

სომეხი ჯარისკაცების ცვილის ფიგურები, დაზიანებული სომხური სამხედრო ტექნიკა, ჩაფხუტები - აზერბაიჯანში ყარაბაღის ომის ნადავლის პარკი გახსნეს (ფოტოები)