ავტორი:

რა ხდება ამ წუთებში ქუთაისში მიმდინარე "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციაზე? - ვარლამ გოლეთიანი პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებს, ღამე იქ გაათენონ

რა ხდება ამ წუთებში ქუთაისში მიმდინარე "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციაზე? - ვარლამ გოლეთიანი პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებს, ღამე იქ გაათენონ

ამ წუთებში, ქუთაისში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქუთაისში გუმათიდან გადმოინაცვლეს. შეკრებილებს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა მიმართა და საზოგადოებას მოუწოდა, რომ ღამითაც იქ დარჩნენ.

"დარწმუნებული ვარ, შევძლებთ დღევანდელი დღე გავათენოთ აქ, გვქონდეს პიკეტირებული მოედანი და გავხდეთ თითოეული ჩვენგანი უპრეცედენტო პროტესტის მონაწილეები. ჩვენ წინაშე ხელისუფლება უძლურია. ჩვენი ძალა არის ჩვენი ერთობა“, - აღნიშნა გოლეთიანმა.

ცნობისთვის, ქუთაისში წასვლამდე, მათ აქცია სოფელ გუმათში გამართეს და "გუმათჰესთან“ აღმართულ რკინის ბარიკადებზე ხელების დარტყმითა და ხმაურით გამოხატეს პროტესტი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით

რაც შეეხება ამ დროისთვის ქუთაისში არსებულ ვითარებას, ქალაქის ცენტრში ათეულობით ადამიანია შეკრებილი. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, პროტესტის მასშტაბურობა გაიაზრონ.

აქციის მონაწილეების თქმით, ლოზუნგებით საზოგადოების მოტყუება შეუძლებელია, რადგან მათ კარგად აქვთ წაკითხული ხელშეკრულების პირობა და კარგად ესმით პროტესტის მნიშვნელობა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, "ნამახვანჰესი“ მანამდე არ აშენდება, ვიდრე საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხი არ გაეცემა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლება მათ რადიკალურ ჯგუფებად წარმოაჩენს, თუმცა, ორგანიზატორების განცხადებით, მათი საპროტესტო აქციები მშვიდობიანია.

კორონავირუსის 1 219 შემთხვევა და 9 გარდაცვლილი - რომელ რეგიონებშია ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?

11 მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი დაუდგინდა - რა ინფორმაციას ავრცელებს შემოსავლების სამსახური

სამართალდამცავებმა სოფელ გუმათში მოწყობილი რკინის კედელი აიღეს