ავტორი:

სემეკსა და "საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სემეკსა და "საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა.

მემორანდუმის მიზანია მხარეთა შორის თანამშრომლობის განვითარება და საქართველოში მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, დანერგვა. ამ მიზნით მხარეები თანხმდებიან, რომ უზრუნველყოფენ ინფორმაციის გაზიარებას, ერთობლივი პროექტების, ღონისძიებების, მრგვალი მაგიდის, კონფერენციებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვასა და განვითარებას.

„მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის პოპულარიზაცია სხვადასხვა სფეროში. მოგეხსენებათ, სემეკი განიხილავს სადავო საკითხებს სხვადასხვა სუბიექტს შორის. აქედან გამომდინარე, საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან თანამშრომლობა და ამ კუთხით ინფორმაციის გაზიარება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სადავო საკითხების მოკლე დროში გადაწყვეტასა და მედიაციის გზით მოგვარებას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

"მედიაცია დავის გადაწყვეტის უალტერნატივო მექანიზმია. ეს გახლავთ კეთილგონივრული დიალოგის ფორმატი დავის მხარეებს შორის, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა მათი ინტერესის გათვალისწინებით, დავა ორმხრივად სარგებლიანი შეთანხმებით დაასრულონ", - აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა.

რა ხდება ამ წუთებში ქუთაისში მიმდინარე "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციაზე? - ვარლამ გოლეთიანი პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებს, ღამე იქ გაათენონ

"დიდი მოცულობის მიწის მასა მოიხსნა... რისკები შემცირებულია" - კიდევ რა სამუშაოები ჩატარდა მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყერსაშიშ ფერდობზე?

"შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რაც რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს" - რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო?