ავტორი:

ახალი ჯორჯ ფლოიდი აშშ-ში? - ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობისთვის პოლიციელს ბრალი დაუმტკიცდა - "საზგაო მოძრაობის მცირე დარღვევისთვის მოკლეს"

ახალი ჯორჯ ფლოიდი აშშ-ში? - ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობისთვის პოლიციელს ბრალი დაუმტკიცდა - "საზგაო მოძრაობის მცირე დარღვევისთვის მოკლეს"

ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღის წინ პოლიციის მიერ ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობამ მსოფლიო კიდევ ერთხელ აალაპარაკა და საზოგადოებას ჯორჯ ფლოიდის საქმე გაახსენა.

ფლოიდის მსგავსად, აღნიშნული მკვლელობაც მინოსეტას შტატში მოხდა და საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა.

BBC-ის ცნობით, დანტე რაითის მკვლელობის გამო, პოლიციელს ბრალი დაუმტკიცდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლიციელ კიმ პოტერს ბრალი ედება მეორე ხარისხის მკვლელობაში.

დანტე რაითის მკვლელობაში მსჯავრდებული პოლიციელი, კიმ პოტერი

გამოცემის ინფორმაციით, სამართალდამცველი თავდაპირველად გირაოს სახით 100 000 დოლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს, ვინაიდან პოლიციელები აცხადებდნენ, რომ დანტე რაითს პოტერმა შემთხვევით ესროლა. გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი საპასუხოდ ამბობდა, რომ ეს იყო განზრახ მკვლელობა და ძალის უკანონოდ გამოყენება.

პოტერი დააკავეს და ამასთანავე თანამდებობის დატოვება მოუხდა ადგილობრივი პოლიციის უფროსს.

ფერდაკაციანი მამაკაცის მკვლელობის გამო, მინესოტას შტატში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართებოდა. მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის არაერთი დაპირისპირება მოხდა. დემონსტანტებმა უგულებელყვეს კორონავირუსის პანდემიიის გამო დაწესებული კომენდანტის საათი, რომელიც შტატში მოქმედებს.

ისინი პოლიციელებს ესროდნენ ბოთლებს, თავის მხრივ კი, სამართლადამცველებმა წიწაკის სპრეით უპასუხეს.

"სამართალდამცველმა რაითი საზგაო მოძრაობის მცირე დარღვევის გამო მოკლა. ამ ახალგაზრდას თავის ოჯახს ვეღარავინ დაუბრუნებს“, - ამბობს გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი კრამპი.

მომხდარს ჯორჯ ფლოიდის ოჯახი გამოეხმაურა - „მსოფლიო კიდევ ერთი აფრო-ამერიკელი მამაკაცის ამგვარი სიკვდილის ნახვის გამო ტრავმირებულია“, - ამბობს ფილონის ფლოიდი.

დანტე რაითს პოლიციამ 11 აპრილს, ბრუკლინ-ცენტრში დაკავების დროს ესროლა. სამართალდამცავებმა ახალგაზრდა მამაკაცი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გააჩერეს. მათ აღმოაჩინეს, რომ რაითზე დაკავების ორდერი იყო გაცემული და მამაკაცისთვის ხელბორკილების დადებას შეეცადნენ, თუმცა მან წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც პოლიციის ოფიცერმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. რაითს ერთი წლის შვილი დარჩა.

სოციალური დისტანცია და მხოლოდ 30 ადამიანი სამლოცველოში - პრინც ფილიპეს დაკრძალვა კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდა

"ნავალნის შესაძლოა თირკმლის უკმარისობა დაემართოს, ეს გამოიწვევს მწვავე პათოლოგიას და შეიძლება გულის გაჩერება მოხდეს" - ექიმთა ალიანსის პროფკავშირი

რუსული მედიის ინფორმაციით, "ეფესბემ" უკრაინის კონსული დააკავა