ავტორი:

"ნუ დაგვავიწყდება, რომ "ქართულ ოცნებას" ძალიან ბევრმა გიორგი გახარიას ხათრით დაუჭირა მხარი" - რას აცხადებს "ოცნებიდან" წასული მაჟორიტარი დეპუტატი?

"ნუ დაგვავიწყდება, რომ "ქართულ ოცნებას" ძალიან ბევრმა გიორგი გახარიას ხათრით დაუჭირა მხარი" - რას აცხადებს "ოცნებიდან" წასული მაჟორიტარი დეპუტატი?

"რაკი მაჟორიტარ დეპუტატად მცხეთა-თიანეთის რეგიონში პარტია "ქართული ოცნების" მიერ ვიყავი წარდგენილი და გავიმარჯვე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს მთლიანად "ქართული ოცნების" დამსახურებაა - ნუ დაგვავიწყდება, რომ "ქართული ოცნების" ამომრჩეველთაგან ძალიან ბევრმა პარტიას გიორგი გახარიას ხათრით დაუჭირა მხარი", - ასე პასუხობს უმრავლესობიდან გიორგი გახარიას გუნდში გადასული მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის მაჟორიტარი შალვა კერესელიძე "ქართული ოცნების" წევრებს, რომელთა აზრითაც, "ქართული ოცნებიდან" წასულმა მაჟორიტარებმა სადეპუტატო მანდატი უნდა დატოვონ და შუალედურ არჩევნებში ხელახლა იყარონ კენჭი.

ჟურნალისტებთან საუბრისას კერესელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "საქართველოს ბევრი პრემიერ-მინისტრი ჰყოლია, მაგრამ ისეთი რეიტინგული, როგორიც გახარიაა, არავინ იყო".

"რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების“ წვლილი არის, მაგრამ ასევე ძალიან დიდი წვლილია გიორგი გახარიასი იმ პროცენტში, რაც "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში აიღო. გარდა ამისა, ორი წლის განმავლობაში მცხეთა-თიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ვიყავი. მქონდა ჩემი ავტორიტეტი, რესურსი და მოსახლეობის მხარდაჭერა", - აღნიშნა შალვა კერესელიძემ.

"თუ მელია ერთიანი კანდიდატი იქნება, პირველ ადგილზე გავა, თუ ოპოზიციას ბევრი კანდიდატი ეყოლება, გაიმარჯვებს კალაძე" - უგულავა

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"მაღალი ალბათობით, ჩატარდება კენჭისყრა" - მოაწერს თუ არა ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს ნიკა მელია