ავტორი:

"3 კაცზე 30 ადამიანი წამოვიდა, ქვის ლოდებს გვესროდნენ" - რას ყვებიან გუმათჰესის დასახლებაში მომხდარი ჩხუბის მონაწილეები ძმებ წულუკიძეებზე და რას პასუხობენ მათ ძმების ახლობლები

"3 კაცზე 30 ადამიანი წამოვიდა, ქვის ლოდებს გვესროდნენ" - რას ყვებიან გუმათჰესის დასახლებაში მომხდარი ჩხუბის მონაწილეები ძმებ წულუკიძეებზე და რას პასუხობენ მათ ძმების ახლობლები

"ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირები აცხადებენ, რომ დაკავებული ძმები წულუკიძეები და მათი თანმხლები პირები აგრესიულად იქცეოდნენ. აღნიშნული პირები "კურიერთან" საუბრისას დაპირისპირების დეტალებს იხსენებენ და აცხადებენ, რომ წულუკიძეები ადგილზე პროვოკაციის მოსაწყობად იყვნენ მისულები.

"ჩვენ ქუთაისელები ვიყავით მისულები, ლეჩხუმელები ვართ წარმოშობით. ჰესის მშენებლობას ვაპროტესტებდით, ჩვეულებრივად შევუერთდით პროტესტის მონაწილეებს. გამოჩნდნენ ეს პიროვნებები - წულუკიძეები და ჭელიძეები. ძალიან ზრდილობიან და ნორმალურ ფარგლებში ვთხოვე, რომ წასულიყვნენ, რის შემდეგაც მათ მუქარა დაიწყეს. მე ვუთხარი, რომ როცა ლანძღავთ პატრიარქს და ჩვენს სარწმუნოებას, აქ თქვენ არ დაგეგდომებათ. სამ კაცზე 30 ადამიანი წამოვიდა. ჩვენ რომ სპორტსმენები არ ვყოფილიყავით, ჩვეულებრივ, 3 ადამიანს მოგვკლავდნენ. ქვის ლოდებს გვესროდნენ, გამოიყენეს კასტეტი, თავზეც მეტყობა და მანქანაც დამიზიანეს," - განაცხადა დაპირისპირებაში მონაწილემ ავთანდილ ახვლედიანმა.

"ეგ ადამიანები ვიცი, რომ მოჭიდავეები არიან და ვიცნობ ტელევიზიით, გურიაში, რომ მოხდა ინციდენტი და შეხლა-შემოხლა, იქიდან მახსოვს ეს ძმები. პირადად არ ვიცნობ და არ მქონია მე შეხება. მივმართეთ უბრალოდ, რომ აქ თქვენი ადგილი არ არის და დატოვეთ ტერიტორია, თვითონ წამოვიდნენ (აგრესიაზე) პროვოკატორები ხართო... ყველა შემამჩნევდა, რომ პროვოკაციაზე იყვნენ მოსულები და მიაღწიეს კიდეც," - აღნიშნა დაპირისპირებაში მონაწილე გიორგი ბარჯაძემ.

ფირუზ წულუკიძისა და მისი ძმის ახლობლები კი ასევე "კურიერთან" წულუკიძეების უდანაშაულობაზე საუბრობენ. ახლობლის თქმით, მომხდარი პროვოკაციას უკავშირდება.

"მოგვიგზავნეს რამდენიმე პიროვნება, ანუ პროვოკატორები იყვნენ. მოვიდნენ და ფირუზა წულუკიძეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. იმ დროს მოხდა ადგილობრივების გაყვანა, იმ პროვოკატორების, გვითხრეს რომ პროვოკატორები არიან და არ აყვეთო. ქეთი ქობაურს, ჩვენს მეგობარ გოგოს მიაყენეს შეურაცხყოფა. ამ დროს რეზო წულუკიძემ უთხრა, რას აკეთებთო და მოხდა გაწევ-გამოწევა. 6 ადამიანი არის დაკავებული, ორი მათგანი სრულიად უდანაშაულოდ არის დაკავებული," - აღნიშნა წულუკიძეების ახლობელმა.

ცნობისთვის, აჭარაში სამართალდამცავებმა 3 პირი - მოჭიდავე, ფირუზ წულუკიძე და მისი ძმა რევაზ წულუკიძე და ასევე ირაკლი ჭელიძე დააკავეს. ისინი საცხოვრებელი სახლებიდან აიყვანეს. მომხდარი ნამოხვანში, რამდენიმე დღის წინ აქციაზე მომხდარ პროვოკაციას უკავშირდება. დაკავებულებს ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა ედებათ.

ამასთან, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ "ნამახვანჰესთან" დაკავშირებულ აქციაზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით, ძმები წულუკიძეების გარდა კიდევ 4 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს, გუმათჰესის დასახლებაში "ნამახვანჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა.

ზუგდიდის სასამართლომ არასრულწლოვნის სექსუალური შევიწროებისათვის პირს 600 ლარიანი ჯარიმა დაუწერა

"ერთი გოგო გონების დაკარგვამდე უცემია, მეორე ყელში დაუჭრია, გაგიჟებული ვარ" - ანი სუბელიანის ინფორმაციით, კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს თავს დაესხნენ

"ნიკა მელიას ტემპერატურის მატება არ აღენიშნება, მან ტესტის ჩატარებაზე უარი თქვა" - რა განცხადებას ავრცელებს პენიტენციური სამსახური?