ავტორი:

“ჩვენ ვისაუბრეთ, მაგრამ არა კონკრეტულ, არამედ უფრო ფართო თემებზე" - ვიოლა ფონ კრამონის თქმით, ის თბილისში ყოფნისას გიორგი გახარიას შეხვდა

“ჩვენ ვისაუბრეთ, მაგრამ არა კონკრეტულ, არამედ უფრო ფართო თემებზე" - ვიოლა ფონ კრამონის თქმით, ის თბილისში ყოფნისას გიორგი გახარიას შეხვდა

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა14 აპრილს, “TV პირველის” ეთერში განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ, თბილისში ყოფნისას, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა.

მისი თქმით, გახარიასთან კონკრეტულ თემებზე არ ულაპარაკია.

“ჩვენ ვისაუბრეთ, მაგრამ არა კონკრეტულ, არამედ უფრო ფართო თემებზე, თუ რა გეგმები შეიძლება ჰქონდეს გახარიას, რა წინადადებები, მაგრამ კონკრეტულად არაფერზე გვისაუბრია", - განაცხადა მან.

კრამონმა გახარიას მიერ პარტიის შესაძლო დაარსების პერსპეტივაც შეაფასა:

“თუ ადამიანებს ახალი პარტიის დაარსება სურთ და ეს განიხილება კონკრეტულ ნაბიჯად კრიზისის დასაძლევად, თუ აქვთ სურვილი უფრო ზომიერი ელექტორატისთვის პროევროპული პარტიის არსებობის, ეს რატომ არ უნდა მოხდეს? ჩემზე არ არის დამოკიდებული ასეთი კომენტარი, ეს არის ქართველი ამომრჩევლის გადასაწყვეტი”, - განაცხადა კრამონმა.

შეგახსენებთ, გუშინ, პარლამენტში გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა “ქართული ოცნება” დატოვეს და საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას დამოუკიდებლად აგრძელებენ.

"სასწრაფოდ შემოვიდნენ, გვაკლია, გვენატრება" - იაგო ხვიჩია "ნაცმოძრაობაზე"

"კახა კახიშვილს 2 კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა უარი თქვა - მასთან კონსულტაციები გვექნება" - ირაკლი კობახიძე

"ქართული დემოკრატიისთვის უკეთესიც იქნება, თუ "ნაცმოძრაობა" პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი" - ირაკლი კობახიძე