ავტორი:

ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალ სკანდალში გაეხვა - ქართველ ჩოგბურთელს კიდევ ერთი პიროვნება უჩივის

ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალ სკანდალში გაეხვა - ქართველ ჩოგბურთელს კიდევ ერთი პიროვნება უჩივის

საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო ახალი სკანდალი აგორდა. Sports.ru-ს ინფორმაციით, ჩოგბურთელს ყოფილი ინვესტორი უჩივის, რომლის ვინაობაც არ სახელდება.

როგორც ყოფილი ინვესტორი ირწმუნება, მან დიდი წვლილი შეიტანა ბასილაშვილის კარიერულ წარმატებაში, სანაცვლოდ კი ტურნირებიდან საპრიზო თანხის გარკვეული ნაწილი უნდა მიეღო, რაც ქართველმა სპორტსმენმა არ გააკეთა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ საქმის განხილვა საქართველოს სასამართლოსა და საერთაშორისო არბიტრაჟში უახლოეს მომავალში დაიწყება.

ცნობისთვის, ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილიც უჩივის, რომელიც ძალადობას ედავება.

რაც შეეხება, ჩოგბურთელის კარიერულ სიახლეებს, მისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა მონტე კარლოს "მასტერსის" პირველი წრე. ბასილაშვილმა ტრავმის გამო წინააღმდეგობა ვერ გაუწია სერბ ფილიპ კრაინოვიჩს და მეორე სეტის სტარტზე მიატოვა შეხვედრა.

კრაინოვიჩმა პირველი პარტია ზედიზედ ხუთი გეიმის მოგებით დაიწყო და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ბასილაშვილმა ერთი გეიმის აღება. ამის შემდეგ, სერმა კიდევ სამი გეიმი მოიგო და 6:1, 2:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც, ბასილაშვილმა უარი განაცხადა თამაშის გაგრძელებაზე. ქართველმა ჩოგბურთელმა ექვსი ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველი მოწოდებით ქულების 50 პროცენტი მოიგო, მეორეთი - 29.

ბასილაშვილმა გასულ კვირას კალიარის ტურნირზე მიიღო მონაწილეობა, სადაც ნახევარფინალში გავიდა და იქ კიდევ ერთ სერბთან ლასლო ჯერესთან დამარცხდა.

ქართველი სპორტსმენი მოწინავე ჩოგბურთელების მსოფლიო რეიტინგში 35-ე ადგილს იკავებს. კალიარის ტურნირზე ნახევარფინალში გასვლის გამო, იგი სიაში ერთი ადგილით დაწინაურდა.

წყარო: sportall.ge

როგორ გამოიყურება ილონ მასკის 37,5 მლნ დოლარად შეფასებული სასახლე, რომელსაც მილიარდერი ყიდის - ფოტოები

"ბედნიერი დაბადების დღე მე" - ნანუკა ჟორჟოლიანმა დაბადების დღე სეიშელის კუნძულებზე აღნიშნა

"მსგავსი შემთხვევების დროს, ჩოგბურთელებს შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ...რაც ვიცი, კარგი არაა" - რას ამბობ ენდი მარი ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ