ავტორი:

ვარლამ გოლეთიანის თქმით, ორი პირობა აქვთ - დიალოგისთვის შეხვდნენ პრემიერს ან მის სპეციალურ წარმომადგენელს და "გუმათჰესთან" რკინის ბარიკადები აიღონ

ვარლამ გოლეთიანის თქმით, ორი პირობა აქვთ - დიალოგისთვის შეხვდნენ პრემიერს ან მის სპეციალურ წარმომადგენელს და "გუმათჰესთან" რკინის ბარიკადები აიღონ

სოფელ გუმათში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია ამ დრომდე გრძელდება. „რიონის ხეობის მცველებმა“ „გუმათჰესთან“ აღმართულ რკინის ბარიკადებზე გააკრეს ბანერები წარწერით - „საქართველო არ იყიდება, არა ნამოხვანჰესს“. როგორც „რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ორი პირობა აქვთ - დიალოგისთვის შეხვდნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ან მის სპეციალურ წარმომადგენელს, ასევე ადგილიდან აიღონ რკინის ბარიკადები, რათა პროტესტის გაგრძელება მშვიდობიან ფორმატში შეძლონ.

„ბარიკადებზე ძალით გადასვლას არ ვაპირებთ. ძალადობრივად არ ვცდილობთ არაფრის გადაწყვეტას. ვფიქრობთ, რომ მოსახლეობის მხარდაჭერა მთელ ამ პროცესში იმდენად დიდია, რომ ნამდვილად არ გვჭირდება არაფრის სროლა, რადგან ამ პრობლემას ისედაც გადავწყვეტთ, ჩვეულებრივად. ჩვენი სურვილია, რომ პროცესები არ შევიდეს ჩიხურ მდგომარეობაში, მათ შორის, ხელისუფლებისთვის და ჩვენთვისაც. ამიტომ, განმუხტვისათვის ჩვენ თვითონ მოვუწოდებთ, რომ რაღაც გააკეთონ, თუ გადმოდგამენ ამ ნაბიჯებს, განიმუხტება. არ გადმოდგამენ? მიიღებენ იმას, რასაც მიიღებენ“, - აცხადებს გოლეთიანი.

მისი განმარტებით, „რიონის ხეობის მცველები“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას არ შეხვდებიან.

„იცით, რომ მუნიციპალიტეტის შენობაში უნდა განგვეხილა მიწის და ხელშეკრულების საკითხი, ამ საკითხზე კომპეტენტური პირი, მერაბ ლომინაძე არ არის და მას არ შევხვდებით. ასევე არ შევხვდებით ნათია თურნავას, იმიტომ, რომ ის შეხვედრიდან გაიპარა და შეურაცხყოფა მოგვაყენა. ამიტომ, თუკი მოვა გადაწყვეტილების მიმღები, ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი ან გამოყონ და გამოუშვან ისეთი ადამიანი ვისაც ამ პრობლემის გადაწყვეტის ლეგიტიმაციას მიანიჭებენ“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

"მამაჩემიდან გამომდინარე გვაქვს კომუნიკაცია მეუფესთან და ვართ მრევლი იმ ტაძრის, სადაც ის აღავლენს ღვთისმსახურებას" - ვარლამ გოლეთიანი განმარტავს, თუ რატომ ჩავიდა ჭყონდიდის ეპარქიაში

რომელი ვაქცინით აცრა სურს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას და სულ რამდენი ადამიანი დარეგისტრირდა ვებ-გვერდზე?

დღეიდან ამინდი უარესდება - რა ინფორმაციას ავრცელებს გარემოს ეროვნული სააგენტო?