ავტორი:

"მამაჩემიდან გამომდინარე გვაქვს კომუნიკაცია მეუფესთან და ვართ მრევლი იმ ტაძრის, სადაც ის აღავლენს ღვთისმსახურებას" - ვარლამ გოლეთიანი განმარტავს, თუ რატომ ჩავიდა ჭყონდიდის ეპარქიაში

"მამაჩემიდან გამომდინარე გვაქვს კომუნიკაცია მეუფესთან და ვართ მრევლი იმ ტაძრის, სადაც ის აღავლენს ღვთისმსახურებას" - ვარლამ გოლეთიანი განმარტავს, თუ რატომ ჩავიდა ჭყონდიდის ეპარქიაში

ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ, ბზობის დღესასწაულზე, "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის ჩასვლას საზოგადოების ნაწილისგან კრიტიკა მოჰყვა და გააჩინა კითხვები, თუ რატომ ჩავიდა გოლეთიანი იქ. აღნიშნულ თემას ვარლამ გოლეთიანი "ფეისბუქ ლაივში" ჩართვისას გამოეხმაურა და მიზეზები განმარტა.

"თქვენ იცით და მგონი, რომ ეს არავისთვის დამალული და უცხო არ არის, რომ ეპარქიის მმართველი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ვგულისხმობ ცაგერის და ლენტეხის ეპარქიას, მეუფე სტეფანე გახლავთ, ის ასევე არის ჭყონდიდის ეპარქიის მმართველიც. თქვენ ასევე იცით, რომ მე ვარ სასულიერო პირის ოჯახიდან და ჩვენ, მამაჩემიდან გამომდინარე, გვაქვს კომუნიკაცია მეუფესთან და ვართ მრევლი იმ ტაძრის, სადაც უშუალოდ მეუფე აღავლენს ხოლმე ღვთისმსახურებას.

ამიტომ, ჩვენ ხშირად დავდივართ ხოლმე ცაგერში სხვადასხვა დღესასწაულებზე და ბუნებრივია, რომ როდესაც მეუფემ დამატებით შეითავსე ჭყონდიდის ეპარქიის მართვა და დღეს იქ უნდა ყოფილიყო საღვთო ლიტურგია, გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავით და დავსწრებოდით ტრადიციულად სამეუფეო მსახურებაზე, ამ შემთხვევაში, ჭყონდიდში.

ამას მოჰყვა გარკვეული სპეკულაციები, რომ იქ ჩავედით ჩვენ და ლამის ჩვენს ოკუპანტ მეზობელთან დაგვაკავშირეს ამის გამო - რატომ ჩავედით, რისთვის ჩავედით, ვინ დგას ჩვენ უკან და ა.შ. და გვინდა, რომ კანონზომიერება ავხსნათ ამ პროცესების. ჩვენ ვართ ზოგადად ეკლესიის წევრი ადამიანები და ვიყავით ბზობის დღესასწაულის აღსანიშნავად ჩასული ჭყონდიდში.

რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას იქ მიმდინარე პროცესებზე - მკაფიოდ და ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, რომ ჩვენ არანაირ მხარეობას არ ვცნობთ, როგორც ხდება ხოლმე. არც ჩვენი ადვოკატობა და დაცვა სჭირდება არავის. უბრალოდ ჩვენ ჩავედით მსახურებაზე და ზოგადი სურათი, რაც არის ჭყონდიდის ეპარქიაში და რასაც ყველა ვადევნებთ თვალს - რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც შემაშფოთებელია და სურვილი გამოვხატეთ დღესაც, რომ იმედია იქ ყველაფერი დალაგდება და დაუბრუნდება ეპარქია ნორმალური ცხოვრების რიტმს.

რა თქმა უნდა, ვემიჯნებით ყოველგვარ პროვოკაციებსა და ძალადობას, რაც იქ ხდება და დღესაც ჰქოდნა ადგილი. სამწუხაროა ისიც, რომ სამართალდამცავი ძალები არ იყვნენ შესაბამისად მობილიზებული და ვის ინტერესებში შედის ასეთი დაძაბულობა იქ, ნამდვილად გაუგებარია ჩვენთვის,“ - ამბობს გოლეთიანი.

მისივე თქმით, გუმათში, სადაც მოქალაქეებს მშვიდი პროტესტი აქვთ ბარიკადებია და პოლიცია "25 მწკრივად დგას, არარსებული დაპირისპირება რომ არ მოხდეს თითქოს“, ეპარქიაში კი, "მხარეები შეტოვებულები იყვნენ ერთმანეთს ხელში."

  • "ჩვენ ვართ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ჩვენი ყოველდღიურობით ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ, ამ პროტესტის მიუხედავად. როდესაც დამთავრდება ეს პროტესტი და მივიყვანთ ჩვენს ბრძოლას ბოლომდე, ასევე გაგრძელდება ჩვენი ცხოვრება და ჩვენ ვერ ვიფიქრებთ იმაზე, სად რომელი კამერა დაგვხდება ჩასაფრებული.

ვფიქრობ, ეს ისტერია აწყობს გარკვეულ ძალებს, ამის აგორება და დაკავშირებები რუსეთთან და ცალკეულ პერსონებთან, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ვინც საღად უყურებს ამ პროცესს და ადვენებს თვალს, კარგად ხვდება ჩვენს სულისკვეთებას", - აცხადებს გოლეთიანი.

საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

როგორ მუშაობს და რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს? - ყველაფერი ჩინურ "სინოვაკზე", რომლითაც აცრა საქართველოში დღეს იწყება

"ივანიშვილის სახელის ხსენება "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით, არის უადგილო" - ვარლამ გოლეთიანი