ავტორი:

რუსთავში 13 წლის გოგონა მე-3 სართულიდან გადმოვარდა, 3 თვის წინ იგივე შეემთხვა მის მეგობარსაც - უკავშირდება თუ არა ეს შემთხვევები სასიკვდილო ინტერნეტთამაშებს?

რუსთავში 13 წლის გოგონა მე-3 სართულიდან გადმოვარდა, 3 თვის წინ იგივე შეემთხვა მის მეგობარსაც - უკავშირდება თუ არა ეს შემთხვევები სასიკვდილო ინტერნეტთამაშებს?

რუსთავში 13 წლის გოგონა საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულიდან გადმოვარდა და ეზოში მდგარ ავტომობილს დაეცა. მოზარდი იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი. იმ სკოლის დირექტორის ინფორმაციით, სადაც მოზარდი სწავლობს, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკიდან ხვალ გაწერენ.

"ინფორუსთავის" ინფორმაციით, მას შემდეგ რაც არასრულწლოვნის გადმოვარდნის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, მის სამეზობლოში გაჩნდა ვერსია, რომ შესაძლოა მომხდარი ინტერნეტთამაშ "ლურჯ ვეშაპთან" იყოს კავშირში.

"ეჭვის საფუძველს იძლევა ​სამი თვის წინ მომხდარი ფაქტიც, რომლის დროსაც ამავე მოზარდის მეგობარი და თანაკლასელი ასევე მე-3 სართულიდან გადმოვარდა", - წერს გამოცემა.

სკოლის დირექტორმა ambebi.ge -სთან საუბარში აღნიშნა, რომ მოზარდის მშობლები "ლურჯი ვეშაპის" ვერსიას გამორიცხავენ. მისი ინფორმაციით, ორივე მოსწავლის ტელეფონებისა და კომპიუტერების გამოკვლევამ აჩვენა, რომ ამგვარი ვარაუდის საფუძველი არ არსებობს.

"ბავშვმა თქვა, რომ არანაირი ინტერნეტთამაშის დავალებებს არ ასრულებდა. ვერ ვიძინებდი, ცხელოდა და ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექიო... მოწესრიგებული და კარგი მოსწავლეა, ოჯახიც ასეთივე ჰყავს. რაც შეეხება მის მეგობარს, რომელიც ასევე მესამე სართულიდან გადმოვარდა ამ ცოტა ხნის წინ, ისიც გამორიცხავს კავშირს ინტერნეტთამაშთან. ალბათ ეს უბრალოდ დამთხვევაა. ვესაუბრე მათ დამრიგებლებს და საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ მოსწავლეების ქცევაში. ჩემთან საუბარში ამ ვერსიას გამორიცხავენ ორივე მოზარდის მშობლებიც", - გვითხრა დირექტორმა.

ნანა ბერძენიშვილი, რომლის არასრულწლოვანი შვილი "ლურჯი ვეშაპის" მსხვერპლი გახდა და სიცოცხლე სუიციდით დაასრულა, ambebi.ge ს ეუბნება, რომ თანაკლასელების ერთი და იმავე სართულიდან გადმოვარდნა, რეალური ეჭვების საფუძველია.

"ეს ცხადია, საყურადღებო დამთხვევაა. პანდემიის პერიოდი ძალიან ხელსაყრელია "ლურჯი ვეშაპისა" და მისი მსგავსი თამაშების მენტორებისთვის, რადგან ბავშვები ძირითადად სახლებში არიან და დიდ დროს ატარებენ ინტერნეტში. "ლურჯი ვეშაპის" დავალება რომ იყოს, ისინი მესამე სართულიდან კი არა გაცილებით დიდი სიმაღლიდან გადმოხტებოდნენ. რადგანაც მენტორს სურს სუიციდის მცდელობა "წარმატებით" დასრულდეს, რათა ბავშვმა ვერ შეძლოს ვერაფრის მოყოლა, როგორც ეს ჩემი შვილის შემთხვევაში მოხდა. მენტორმა მას მე-13 სართულიდან გადახტომა დაავალა, რაც შეასრულა კიდეც. ამ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ რამე სხვა მსგავსი თამაში იყოს. მაგალითად, "მოიტეხე ხელი" , "მოიტეხე ფეხი" და ა.შ. ყოველ შემთხვევაში ეს შემთხვევები გამოსაკვლევია" - აცხადებს ambebi.ge -სთან ნანა ბერძენიშვილი.

შსს-ს განცხადებით, მომხდარის გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ნაქირავები ბინიდან გაშვებით ემუქრებოდნენ... აქვს გულის მანკი, ჰყავს ორსული მეუღლე" - ადვოკატი ასახელებს მოტივს, რის გამოც ნიკოლოზ წურწუმია ბანკში შეიჭრა

"მიყვარხართ და მენატრებით, მეუღლეს მიმიხედეთო..." - ადვოკატის თქმით, ბანკზე თავდამსხმელი ბოდიშს იხდის

საზარელი ფაქტი თბილისში - 63 წლის კაცმა ავტოფარეხში 7 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, შემდეგ იგივე განახორციელა 16 წლამდე პირთანაც