ავტორი:

"დატოვა აუდიოჩანაწერი, სადაც ისმის მუქარა მამაკაცის მხრიდან" - ახალი დეტალები 26 წლის გოგონას გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე

"დატოვა აუდიოჩანაწერი, სადაც ისმის მუქარა მამაკაცის მხრიდან" - ახალი დეტალები 26 წლის გოგონას გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე

თბილისში მომხდარ საზარელ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც ახალგაზრდა ქალის თვითმკვლელობით დასრულდა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

"ტვ პირველს" გარდაცვლილის ნათესავები უყვებიან, რომ 26 წლის ყაზახი გოგონა საქართველოში ერთი წლის წინ ჩამოვიდა და ერთ-ერთი ყაზახურ-ქართულ სატრანსპორტო კომპანიაში იყო დასაქმებული.

ის თბილისში მისი ნათესავის მოწვევით ჩამოვიდა და თავდაპირველად სწორედ მათთან ცხოვრობდა. გარკვეული დროის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო ნათესავის მეუღლის მხრიდან.

ამის შემდეგ გოგონამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეცვალა საცხოვრებელი სახლი. გამომდინარე იქიდან, რომ მას ქირის გადახდის საშუალება არ ჰქონდა, სახლით უზრუნველყოფა შესთავაზა თანამშრომელმა, 50 წლის მამაკაცმა, რომელიც გოგონას გუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზეა დაკავებული.

ტელეკომპანიამ მოიპოვა ასევე აუდიოჩანაწერი, რომელიც გოგონამ თვითმკვლელობამდე ნათესავს გადაუგზავნა. "ტვ პირველის" ცნობით, ჩანაწერში ისმის მუქარა 50 წლის მამაკაცის მხრიდან, გოგონა კი მას უმეორებს რომ აპირებს თვითმკვლელობას.

საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბ.თ.-ს ბრალდება გუშინ წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ბ.თ. -მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა. ბ.თ.-ს ქმედების შედეგადაც მძიმე ფსიქო-ტრამვულ მდგომარეობაში მყოფი ა.ა. მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

„სამართალდამცველებმა ბ.თ. 6 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც თელავში, ე.წ. კომენდანტის საათისას მომხდარი ავარიისას გარდაიცვალა

სოფელ დიღომში სროლის შედეგად 4 პირი დაიჭრა

"ეშმაკი დეტალებშია... პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო" - ნიკა მელიამ საპატიმრო უკანა გასასვლელით დატოვა