ავტორი:

"ამოუცნობი საჰაერო ფენომენი" - პენტაგონი ადასტურებს, რომ ცაში გამოჩენილი უცნობი ობიექტები რეალურია (ფოტო/ვიდეო)

"ამოუცნობი საჰაერო ფენომენი" - პენტაგონი ადასტურებს, რომ ცაში გამოჩენილი უცნობი ობიექტები რეალურია (ფოტო/ვიდეო)

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი ადასტურებს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებსა და ფოტოებზე "ამოუცნობი საჰაერო ფენომენი“, აუხსნელი ობიექტებია აღბეჭდილი. ამის შსესახებ CNN წერს.

"სამკუთხედის ფორმის მფრინავი ობიექტების ფოტოები და ვიდეო აშშ-ის საზღვაო ძალების პერსონალის მიერაა გადაღებული“ - აცხადებს პენტაგონის პრესსპიკერი და ამბობს, რომ მასალა ავთენტურია.

მისივე თქმით, არსებობს სამხედრო ჯგუფი, რომელიც ორიენტირებულია სწორედ მსგავსი უცხო და ამოუცნობი ობიექტების კვლევაზე.

ფოტო და ვიდეო მასალა გასული წლიდან სხვადასხვა ვებგვერდებზე ვრცელდებოდა, თუმცა აქამდე მათი ნამდვილობა დადასტურებული არ იყო. პენტაგონში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ძალიან რთულია ამ ობიექტების შესახებ ზუსტი დეტალების გარკვევა. დამატებით ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/SKsLK_Na7iw" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პენტაგონი ოფიციალურად საუბრობს ამოუხსნელ მფრინავ ობიექტებზე. გასულ წელს გამოაქვეყნეს მოკლე ვიდეო ჩანაწერები, სადაც მსგავსი მფრინავი ობიექტები იყო ასახული. უცნობი მფრინავი ობიექტების გადაღება ინფრაწითელი კამერის საშუალებით მოხერხდა.

ორ ვიდეოში ისმის მასზე დამკვირვებელთა ხმები, მათი რეაქციის მიხედვით, მფრინავი ობიექტები ძალიან სწრაფად მოძრაობენ. ნახეთ ვიდეომასალა

რომის პაპი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმურება

ექიმი ალექსეი ნავალნის შესახებ: "პაციენტი, შესაძლოა, ნებისმიერ წუთს მოკვდეს"

ისრაელში ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის