ავტორი:

"ეს მსგავსებები ჩემთვისაც სასაცილოა..." - რა კომენტარს აკეთებს ვარლამ გოლეთიანი "ფეისბუქში" გავრცელებულ GOT-ის სახალისო ფოტოკოლაჟებზე

"ეს მსგავსებები ჩემთვისაც სასაცილოა..." - რა კომენტარს აკეთებს ვარლამ გოლეთიანი "ფეისბუქში" გავრცელებულ GOT-ის სახალისო ფოტოკოლაჟებზე

რიონის ხეობის მცველს და "ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორს, ვარლამ გოლეთიანს რომ პოპულარული სერიალის, "სამეფო კარის თამაშების“ მთავარ გმირს, ჯონ სნოუს ამსგავსებენ, ეს ყველამ იცის, თუმცა როგორც აღმოჩნდა, GOT-ის გმირებთან ვიზუალური მსგავსება არა მხოლოდ ვარლამს, არამედ რიონის ხეობის სხვა მცველებსაც აქვთ.

მსგავსება მართლაც თვალშისაცემია და სოციალურ ქსელში უამრავი ფოტოკოლაჟი ვრცელდება, რომელიც აღნიშნულში კიდევ უფრო მეტად გვარწმუნებს. "ფეისბუქში" გავრცელებულ კოლაჟებთან დაკავშირებით დღეს "ტვ პირველთან" კომენტარი გააკეთა ვარლამ გოლეთიანმა.

"არა მხოლოდ მე... დღეს ვნახეთ, რომ პრაქტიკულად ყველა იმ ადამიანის დაკავშირება მოხდა, ვინც ამ პროტესტში აქტიურადაა ჩართული. სიმართლე გითხრათ, ჩემს შემთხვევაში არა, უფრო სხვების შემთხვევაში შეიმჩნევა მსგავსებები და ეს დამთხვევები ჩემთვისაც ცოტა სასაცილოა.

რაც შეეხება სერიალის ნახვას, ეს სერიალი არ მინახავს", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

აღნიშნულ ფოტოებს სოციალურ ქსლეში უამრავი სახალისო კომენტარი აქვს.

"გიდასტურებთ, ეს ინფორმაცია სიმართლეა... საქმე სერიოზულადაა" - რას ამბობს ხვიჩა კავარცხელიას მამა შვილის "იუვენტუსში" შესაძლო გადასვლაზე

თემურ ქეცბაია კლინიკაში გადაიყვანეს - რა ინფორმაციას ავრცელებს ქეცბაიას მეუღლე

"ადგა კაცო და რა ქნა იცი? - დეიწყო ლოცვა" - მეუფე სტეფანე მამა ათინოგენეს პაროდიას აკეთებს