ავტორი:

რიონის ხეობის მცველები ქუთაისის მაჟორიტარს შეხვდნენ - რას აცხადებენ შეხვედრის მონაწილეები მისი დასრულების შემდეგ?

რიონის ხეობის მცველები ქუთაისის მაჟორიტარს შეხვდნენ - რას აცხადებენ შეხვედრის მონაწილეები მისი დასრულების შემდეგ?

სოფელ გუმათში "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტში ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე შეხვდა.

შეხვედრის დაწყებამდე აქციის მონაწილემ ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება და თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს არანაირ შეხვედრას აზრი არ აქვს.

"ბატონი ზაზა დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ უნდოდა ჩვენთან შეხვედრა, რის შემდეგაც ჩვენ ის მოვიწვიეთ გუმათში. რა თქმა უნდა, დადებითი შეფასება შეგვიძლია მივცეთ მის აქ მოსვლას როგორც პარლამენტის წევრის. თუმცა ახალი მისგან არაფერი მოგვისმენია, როგორც ის ამბობს პრემიერ-მინისტრს ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია. ჩვენ მასთან კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი, რომ ჩვენი მოთხოვნები რჩება უცვლელი და ამ მოთხოვნების სხვაგვარად წარმოჩენა იქნება შეუძლებელი.

თუ მათ ჰქონდათ ილუზია, ჩვენი წინა შეხვედრიდან იმაზე, რომ ჩვენ სამ მოთხოვნას ნაწილობრივ დაგვიკმაყოფილებდნენ, ან პოზიციას შეგვირბილებდნენ, კიდევ ერთხელ განვუმარტეთ მათ, რომ მსგავსი მიდგომა ხელისუფლების მხრიდან პროტესტს უფრო გაზრდის. ამიტომ კიდევ ერთხელ შეაფასონ მოვლენები გონივრულად, რადგან დინამიკა ამ პროცესს აქვს.

თუ ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი არ დააკმაყოფილებენ ლოგიკურ სამ მოთხოვნას, რაც მდგომარეობს ხეობაში სამუშაოების შეწყვეტაში, ბლოკ პოსტის მოხსნაში და მოგვეცეს უფლება დაგვიშვან ნამოხვანში პროტესტის ძირითად ადგილას, რა თქმა უნდა, არ განიხილება არანაირი შეხვედრა. ჩვენ არ შეგვნელებია პროტესტის ტალღა და არც შევაჩერებთ“ , - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ზაზა ლომინაძის თქმით, გუმათში მივიდა იმისთვის, რომ მზადყოფნა გამოეთქვა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.

"პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი, რომელიც იმყოფებოდა ქუთაისში და აწარმოებდა მოლაპრაკებას, მასთან შეთანხმებით ამოვედი აქ იმისთვის, რომ დღეს კიდევ ერთხელ გამოგვეთქვა მზადყოფნა მოლაპარაკების გასაგრძელებლად. მთავარია, რომ ჩვენ ყველა იმ საკითხს ვიხილავთ, რომელიც აქციის მონაწილეებმა დააყენეს. ჩემი პირადი შეხედულება არის, რომ საქართველოში ჰესები უნდა აშენდეს. ისინი გვიმტკიცებენ, რომ არ უნდა აშენდეს, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ უნდა აშენდეს. ამიტომ ჩვენს განვიხილავთ ამ საკითხებს“, - განცხადა ზაზა ლომინაძემ.

"მზად ვართ, გავაგრძელოთ საქმიანი დისკუსია... "ნამახვანჰესის" პროექტი არის ქართული საქმე, რომელიც ემსახურება მთელი ქვეყნის კეთილდღეობას" - "ენკა"

რესპუბლიკის მოედანზე "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების აქციას სასულიერო პირების ნაწილი შეუერთდა

"ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა კარვები გაშალეს - რა ხდება ამ დროისთვის რესპუბლიკის მოედანზე