ავტორი:

"ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა კარვები გაშალეს - რა ხდება ამ დროისთვის რესპუბლიკის მოედანზე

"ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა კარვები გაშალეს - რა ხდება ამ დროისთვის რესპუბლიკის მოედანზე

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე "ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა კარვები გაშალეს.

საპროტესtო აქციაზე შეკრებილების განცხადებით, ისინი ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.

"ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ხელისუფლებას ხვალ 12:00 საათამდე მისცეს დრო იმისთვის, რომ მათ მოთხოვნებზე შესაბამისი პასუხი მიიღონ. სწორედ ამ დრომდე აპირებენ ისინი რესპუბლიკის მოედანზე დარჩენას.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მათ მოთხოვნებზე არ იქნება პასუხი, დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ.

"ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ითხოვენ, "ენკამ“ რიონის ხეობა დატოვოს, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და გამოცხადდეს მორატორიუმი. ამასთან, დღეს აქციაზე გაჟღერდა მოთხოვნა, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას წინააღმდეგ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს ჰესთან დაკავშირებით კონკრეტულ დოკუმენტაციას.

საქართველოში ამინდი გაუარესდება - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

"შევიგრძნოთ ნამდვილი თავისუფლების და დამოუკიდებლობის ფასი" - ვარლამ გოლეთიანი საზოგადოებას 26 მაისს არა აღლუმზე, არამედ მათთან მისვლისკენ მოუწოდებს

"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს - რა ვითარებაა ამ დროისთვის ადგილზე (Live, ფოტოები)